“დიდი ფრანგული კამეა”
“დიდი ფრანგული კამეა” – წარმოადგენს ონიქსის მინერალური ქვისაგან ბრწყინვალე ოსტატობით დამზადებულ ხუთ ფენიან კამეას (ქვა ან ნიჟარა,რომელზედაც რელიეფურად ამოკვეთილია ჩუქურთმა),რომელიც სპეციალისტთა მოსაზრებით დამზადებული უნდა იყოს ახ.წ.აღ-ით 23 წელს.საყურადღებოა ის გარემოება,რომ სწორედ აღნიშნული კამეა გახლავთ დღემდე აღმოჩენილ ანტიკური პერიოდის კამეებს შორის ყველაზე დიდი კამეა. (ავტორი გენია.ჯი) “დიდი ფრანგული კამეას” სიმაღლე 31 სანტიმეტრი,ხოლო სიგანე – 26,5 სანტიმეტრია.სამწუხაროდ,მისი ზუსტი წარმომავლობა დაუდგენელია.ერთ-ერთი ვერსიის თანახმად,გარკვეული პერიოდის მანძილზე იგი ბიზანტიაში იყო დაცული.მოგვიანებით,საფრანგეთის მეფემ – ლუი IX წმინდამ შეისყიდა ლათინური იმპერიის უკანასკნელი იმპერატორის – ბალდუინ II დე კურტენესაგან.პირველი დოკუმენტურად დამადასტურებელი ცნობა “დიდი ფრანგული კამეას” არსებობის შესახებ,პარიზში მდებარე სენტ-შანელის გოთიკური სამლოცველო-რელიკვარიუმის (რელიკვიების შესანახი სათავსი) განძის აღწერის დროინდელია და იგი 1279 წლით თარიღდება. 1343 წელს საფრანგეთის მეფემ – ფილიპე VI დე ვალუამ,რომის პაპის თხოვნით,შედევრი ხელოვნებით შერულებული კამეა რომში გაგზავნა.მისი დაბრუნება საფრანგეთში,დოფინმა – შარლ V ბრძენმა უზრუნველყო 1363 წელს.სენტ-შანელში კი,”დიდი ფრანგული კამეა” 1379 წელს დააბრუნეს.მაგრამ იქ ეს უნიკალური ქმნილება 1791 წლამდე დარჩა,რადგან იმ წელიწადს საფრანგეთის მეფის – შარლ VI შლეგის ინიციატივით,იგი ეგრეთ წოდებულ “მედლების კაბინეტში” (საფრანგეთის უძველეს მუზეუმში განთავსებული მონეტების განყოფილების არაფორმალური სახელწოდება) გადაიტანეს.
თავდაპირველად,აღნიშნულ ქმნილებას – “Triomphe de Joseph en Egipte” ეწოდებოდა,რადგან ვარაუდობდნენ,რომ კამეაზე ასახული იყო ებრაული ბიბლიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პერსონაჟის – მშვენიერი იოსების ტრიუმფი ეგვიპტის ფარაონის სასახლის კარზე.თუმცა, 1620 წელს,იტალიელი ჰუმანისტის,სწავლულისა და კარდინალის – ჯიროლიმო ალეანდერისადმი მიწერილ წერილში დიდი ფრანგი ანტიკვარი,პოლიმატი და ასტრონომი – ნიკოლა-კლოდ ფაბრი დე პეირესკი (1580-1637 წლები) ხაზს უსვამდა იმას,რომ კამეაზე ამოჩუქურთმებული გამოსახულებები,დაკავშირებული გახლდათ არა მშვენიერ იოსებთან,არამედ რომის იმპერატორ – ტიბერიუსთან,რაც თავის მხრივ სრული სიმართლე აღმოჩნდა. (ავტორი გენია.ჯი)
კამეას კომპოზიცია 24 პერსონაჟისაგან შედგება და ისინი სამ საფეხურზე არიან წარმოდგენილნი.მიუხედავად იმისა,რომ ყველა პერსონაჟის იდენტიფიცირება ვერ იქნა განხორციელებული,მაინც დადგენილი იქნა ის,რომ საერთო ჯამში პერსონაჟები იულიუს-კლავდიუსების დინასტიის წარმომადგენლებს წარმოადგენენ.სრული კომპოზიცია კი ერთგვარად სიმბოლიზირდება საიმპერატორო ოჯახის ერთობასა და მათი ძალაუფლების ლეგიტიმურობასთან.კამეას ზედა ნაწილში განთავსებულია მითოლოგიურად ერთობ დატვირთული საბერძნეთის უმაღლესი მთათა მასივი – ოლიმპო,სადაც იულიუს-კლავდიუსის დინასტიის გარდაცვლილი წევრები არიან ასახული.ცენტრში გამოსახულია – ოქტავიანე ავგუსტუსი.მარცხნივ – დრუზუს II და გერმანიკუსი,ხოლო მარჯვნივ ფრთოვანი რაში – პეგასი.
შუა ნაწილის ცენტრში წარმოდგენილია – ტიბერიუსი და დედამისი – ლივია დრუზილა.მათ ირგვლივ კი გამოსახულნი არიან – აგრიპინა უფროსი,ანტონიუს უმცროსი და სხვა საიმპერატორო ოჯახის წევრები.ქვედა საფეხურზე კი ამოჩუქურთმებულია დამარცხებული ბარბაროსები – პართიელები,ფრიგიელები და გრძელთმიანი ძველი გერმანელები.
საინტერესოა ის გარემოება,რომ “დიდი ფრანგული კამეა” – “მედლების კაბინეტიდან” მოპარული იქნა,თუმცა 1804 წელს მისი აღმოჩენა მოხერხდა და დღემდე “მედლების კაბინეტშია” დაცული. (ავტორი გენია.ჯი)