ანრი მარი ბეილი (სტენდალი) – “ეპიზოდი”
გენიალურ ფრანგ მწერალსა და ფსიქოლოგიური ჟანრის რომანის ერთ-ერთ ფუძემდებელს - ანრი მარი მერილის (1783-1842 წლები),იგივე სტენდალს,თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში შემდეგი სახის ჩანაწერი აქვს გაკეთებული:
“ერთს საღამოს რომში სან პიეტრო მონტირიოს ეკლესიის კარიბჭესთან ვიჯექი და საუცხოო მზის ჩასვლას ვუცქეროდი; უცებ გამახსენდა,რომ სამი დღის შემდეგ ორმოცდაათი წლის გავხდებოდი; გული მწუხარებისაგან შემეკუმშა,თითქოს თავს მოულოდნელი მწუხარება დამტეხოდეს; და ძველ ბერძენ პოეტივით გავიფიქრე,რა უგუნურნი არიან ადამიანები,რომელნიც სიკვდილის გამო სტირიან,მაგრამ არ სტირიან ახალგაზრდობის დაკარგვის გამო-მეთქი”. – (ავტორი გენია.ჯი)