“ხალხური ლექსი”

გულსა მომაწვა ვარამი,ვით ნაგუბარი წყალიო,

რა მალე შევწუხებულვარ,გუნება მიძე მყრალიო;

გამაგრდი,გულო,გუნებავ,როგორც მყინვარი სალიო!

თორ მალე მოვა სიკვდილი,ტუქსი,არ მოცინარიო;

სულ დამაცილებს ჯავრებსა,იმნაირი აქვ ზარიო.

უნდა წამართვას უეცარ,რაც მისი მადევს ვალიო.

გავექცე? სად უნდ წავიდე,ცხენიც რომ მყავდეს ჩქარიო?

შავება? არ დააშინებს ჩემი ფრანგული ხმალიო!

ვიტირო? არ შამიცოდებს,არ იცის ცოდვა-ბრალიო;

ვეხვეწო? არ გაიგონებს,უნდა იხმაროს ძალიო…

ისევ სჯობს გულით ვილხინო,სანამ ცოცხალი ვარიო, -

ვისა აქვ მეტი სიცოცხლე უფლისგან ნაჩუქარიო?

კომენტარის დატოვება