თემურლენგის მიმართვა ბაიაზიდ I-ს…
1402 წლის 20 ივლისს “ანგორის ბრძოლაში” ერთმანეთს დაუპირისპირდა საქართველოს დაუძინებელი კოჭლი მტრის – თემურლენგისა და ოსმალეთის იმპერიის ბრმა სულთნის – ბაიაზიდ I-ის არმიები. (ავტორი გენია.ჯი) ოსმალების არმია თემურლენგის არმიასთან შედარებით გაცილებით მცირერიცხოვანი იყო,თუმცა მათგან განსხვავებით ბევრად უფრო დისციპლინირებული.მიუხედავად მაღალი დისციპლინისა,ოსმალეთის არმიამ თემურლენგის მრავალეროვან არმიასთან მაინც სასტიკი მარცხი განიცადა,რამაც თავის მხრივ დიდი გავლენა იქონია ოსმალეთის იმპერიის ისტორიაზე.სხვა უამრავ ტყვესთან ერთად,უზურპატორ თემურლენგს ტყვედ ჩაუვარდა ოსმალეთის იმპერიის სულთანიც.ბრმა სულთანს მძიმე ბორკილები შეაბეს და კოჭლ თემურლნგს მიჰგვარეს.ამ დროს თემურლენგის წინ გაშლილ მაგიდას ბაიაზიდის ერთ-ერთი დატყვევებული მეუღლე ემსახურებოდა (სულ ოსმალეთის სულთანს ხუთი ოფიციალური ცოლი ჰყავდა).როდესაც კოჭლმა თემურლენგმა მის წინაშე მდგომი ტყვედ აყვანილი ბრმა სულთანი იხილა,სიცილი ვერ შეიკავა და ბაიაზიდს შემდეგი სიტყვებით მიმართა: “მე კოჭლსა და შენ ბრმას რომ გვერგო წილად მსოფლიო ბატონობა,ეს საჩუქარი ალბათ არც თუ ისე დიდია,თორემ ღმერთი ნამდვილად არ გაიმეტებდა ასეთ საჩუქარს ჩვენთვისო”. (ავტორი გენია.ჯი)