“მამლების ჩხუბი”-ს შესახებ…
“მამლების ჩხუბი” – წარმოადგენს ერთ-ერთ უძველეს აზარტულ და სისხლიან სპორტულ დაპირისპირებას სპეციალურად გაწვრთნილი საბრძოლო მამლებისა.დიდი ინგლისელი ბუნებისმეტყველისა და მოგზაურის – ჩარლზ რობერტ დარვინის (1809-1882 წლები) მიერ ჩატარებული კვლევებით დადგენილი იქნა,რომ მამლებისა და ზოგადად,შინაური ქათმების უპირველესი წინაპრები – ბანკივური ქათმები გახლავან (ასევე შესაძლოა მოვიხსენიოთ,როგორც – ბანკივური ჯუნგლების ქათამი),რომლებიც ადამიანმა ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ-მდე IV-III ათასწლეულში მოიშინაურა. (ავტორი გენია.ჯი) თავდაპირველად,მოშინაურებული მამლების ფლობა სამეფო პრივილეგიად იყო მიჩნეული და მათ იმთავითვე “მამლების ჩხუბისათვის” იყენებდნენ.ასეთი სახის ბრძოლები დიდი პოპულარობით სარგებლობდა უძველეს ინდოეთში,ჩინეთსა და სპარსეთში. ჩვ.წ.აღ-მდე 700 წელს მებრძოლი მამლები ბაბილონში მას შემდეგ გამოჩნდნენ,რაც ინდოეთიდან სპარსი მეომრები ინდოეთის ლაშქრობიდან უკან ბრუნდებოდნენ.მოგვიანებით,მამლების დაპირისპირება გავრცელებული იქნა ძველ საბერძნეთში.ელინთა განსაკუთრებული ყურადღება “მამლების ბრძოლამ” დიდი ძველ ბერძენი მხედართმთავრისა და ათენური დემოკრატიის ერთ-ერთი ფუძემდებლის – თემისტოკლეს მოღვაწეობის პერიოდში (ძვ.წ.აღ-ით V საუკუნე) მიიპყრო.სწორედ მან ააგო სპარსეთიდან დაბრუნების შემდგომ ათენში პირველი სპეციალური ამფითეატრი “მამლების ბრძოლისათვის”.ელადიდან იგი გავრცელებული იქნა კუნძულ სიცილიაზე და რომში.თუმცა,უნდა აღინიშნოს რომ რომაელებს ასეთი სახის დაპირისპირება დიდად არ იტაცებდათ და სძულდათ კიდეც.მოგვიანებით,რომიდან იგი ბელგიაში,ინგლისშიგერმანიასა და და სხვა ევროპულ ქვეყნებში გავრცელდა.”მამლების ჩხუბმა” ადგილობრივი ეკლესიის მსახურების დიდი გულისწყრომა გამოიწვია,თუმცა მათი სასოწარკვეთილი წინააღმდეგობის მიუხედავად,ამ სისხლიანი და აზარტული ბრძოლების შეწყვეტა მაინც ვერ მოხერხდა. (ავტორი გენია.ჯი)
როგორც რიგი ისტორიული წყაროები მოწმობენ,”მამლების ჩხუბი” ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ სანახაობას წარმოადგენდა ინგლისელ მონარქებსა და მათი ოჯახის წევრებში XIX საუკუნემდე.ინგლისში პირველი სპეციალური არენა მამლების დაპირისპირებისათვის,ინგლისის მეორე ტიუდორი მეფის ჰენრი VIII-ს ბრძანებით აიგო.
სულ სამი სახის “მამლების ჩხუბი” არსებობს: “შეჯიბრება ანუ მატჩი”,”სამეფო ბრძოლა” და “უელსური ჩხუბი”.როგორც წესი,თითოეულ მებრძოლ მამალს ერთადერთი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის წარმოება შეუძლია თავისი სიცოცხლის განმავლობაში,რადგან იმ შემთხვევაშიც კი,თუ მან გამარჯვება მოიპოვა,ბრძოლაში მიღებული ჭრილობებისაგან რამდენიმე კვირაში მაინც იღუპება.ამის უმთავრესი მიზეზი კი გახლავთ ის,რომ ბრძოლის დაწყების წინ მამლებს ფეხებზე სპეციალურად დამუშავებულ მცირე ზომის ბასრ დანებს უმაგრებენ,რომელიც მათ სასიკვდილო ჭრილობებს აყენებს. (ავტორი გენია.ჯი)
ორთაბრძოლაში ბევრის სისხლის დაკარგვის შიშით,ექვსი თვის ასაკში მყოფ მამლებს – ბიბილოებს აჭრიან.გარდა ამისა,მათ მფლობელები სპეციალურ წვრთნებსაც უტარებენ.ტაილანდში ფუნქციონირებს მაღაზიები,სადაც “მამლების ჩხუბისათვის” საჭირო სპეციალური ნივთები იყიდება (დამცავი ხელთათმანები,ელასტიური სახვევები და სხვა).”მამლების ორთაბრძოლა” იმთავითვე აზარტული დაპირისპირება გახლდათ,რასაც აქტუალურობა დღემდე არ დაუკარგავს.შესაბამისად,აზარტული მოთამაშეები კვლავაც განაგრძობენ სოლიდური ფსონების დადებას ამა თუ იმ მებრძოლი მამალის გამარჯვებაზე. (ავტორი გენია.ჯი)