ჩე გევარა – “ეპიზოდი”
საყოველთაოდ ცნობილ არგენტინელ მარქსისტ რევოლუციონერსა და კუბის რევოლუციის ერთ-ერთ ლიდერს – ერნესტო რაფაელ გევარა დე ლა სერნას (1928-1967 წლები),იგივე – “ჩე გევარას”, 1964 წელს მისმა მოგვარე კასაბლანკელმა ქალბატონმა – მარია როსარიო გევარამ ჰკითხა,თუ საიდან იყვნენ “ჩე”-ს წინაპრები,რაზეც მისგან შემდეგი სახის პასუხი მიიღო:
” – ამხანაგო! გულწრფელად რომ გითხრათ,არ ვიცი,ესპანეთის რომელიღაც მხრიდან არიან ჩემი წინაპრები,მათ დიდი ხანია,დატოვეს “მშობლიური ადგილები” და ახლა მე ამას არავითარ მნიშვნელობას არ ვანიჭებ.არა მგონია,ჩვენ ახლო ნათესავები ვიყოთ,მაგრამ თუ თქვენ შეგიძლიათ,წინ აღუდგეთ უსამართლობასა და ძალმომრეობას, – ეს იმას ნიშნავს,რომ ჩვენ ამხანაგები ვართ.ეს კი ნათესაობაზე უფრო მნიშვნელოვანია”. (ავტორი გენია.ჯი)