სოგნე-ფიორდი
სოგნე-ფიორდი – წარმოადგენს ნორვეგიაში,კერძოდ სოგნ-ოგ-ფიურანეს პროვინციაში განთავსებულ ევროპის კონტინენტის უდიდეს ფიორდს (ვიწრო ყურე,რომელიც ზღვის მთიან სანაპიროზე გვხვდება).საყურადღებოა ისიც,რომ აღნიშნული ფიორდი მსოფლიოში სიდიდით მეორე ფიორდია გრენლანდიის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე სკორსბის ფიორდის შემდეგ. (ავტორი გენია.ჯი) სოგნე-ფიორდის მაქსიმალური სიგრძე – 204 კილომეტრია,ხოლო სიღრმე – 1 308 მეტრი (ყველაზე ღრმა ევროპის მასშტაბით).აღნიშნული ფიორდის აუზის სრული ფართობი – 12 518 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.ამ ულამაზეს სკანდინავიურ ქვეყანაში უამრავი ფიორდი არსებობს,რის გამოც ნორვეგიას – “ფიორდების ქვეყნადაც” კი მოიხსენიებენ.თავად ნორვეგიელები – სოგნე-ფიორდს – “ფიორდების დედოფალს” უწოდებენ.მეცნიერთა ვარაუდით,სოგნე-ფიორდი ფორმირებული იქნა დაახლოებით 2,57 მილიონი წლის უკან,ანუ პლეისტოცენის ეპოქაში (დედამიწის ისტორიის მეოთხეული პერიოდის შუა ეპოქა).ეროზია,რომელიც გამოწვეული იქნა ყინულების მასების დნობის შედეგად,სამდინარო სისტემა ფიორდად ჩამოაყალიბა.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ სოგნე-ფიორდის აუზის მთელ ფართობზე 7 610 კვადრატული მეტრი მთის მასივი იქნა განადგურებული.თავად სოგნე-ფიორდის შემადგენლობაში შედის მრავალი შედარებით მცირე მოცულობის ფიორდები,მათ შორის – გულა-ფიორდი,რისნე-ფიორდი,ინდრე-ფიორდი,ფინა-ფიორდი და სხვა.საგულისხმოა,რომ – სოგნე-ფიორდი 2005 წელს გაერთიანებული ერების განათლების,მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ – “იუნესკომ”.მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიყვანა ნორვეგიაში არსებულ მეორე ფიორდთან – გეირანგერფიორდთან ერთად. (ავტორი გენია.ჯი)