იცით თუ არა,რომ

1. გენიალურ გერმანელ მწერალს,მოაზროვნესა და პოეტს – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს საშინლად ეჯავრებოდა სიგარეტის კვამლი.მისი სიძულვილი სიგარეტის კვამლის მიმართ იმდენად დიდი იყო,რომ მან თავისი საუკეთესო მზარეულიც კი დაითხოვა სამსახურიდან იმის გამო,რომ მან იოჰანის კაბინეტში სიგარეტი მოწია.

2. ძველი ეგვიპტელები ცხოველების მოკვეთილ კუდებს ბუზებისა და სხვა სახეობის მწერების მოსაგერიებლად იყენებდნენ.

3. პირველი დოკუმენტი,რომლითაც მემკვიდრეობის უფლება უზრუნველიყოფოდა,შემოღებულ იქნა ეგვიპტეში დაახლოებით 4 600 წლის უკან. – (ავტორი გენია.ჯი)

4. ამერიკული ანიმაციური ინდუსტრიის წამყვანი ფიგურა,ბიზნეს მაგნატი და კინორეჟისორი – უოლტ დისნეი განსაკუთრებულ უპირატესობას სამხრეთ აფრიკაში დამზადებულ ღვინოს ანიჭებდა.

5. თავდაპირველად,ძველ საბრძნეთში გამოშვებულ მონეტებზე ამა თუ იმ პიროვნებას – ანფასით (პირისახე წინიდან) გამოსახავდნენ და არა პროფილით.

6. 1979 წლამდე სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში მკაცრად კონტროლდებოდა მანდილოსნების არა მხოლოდ კაბების სიგრძე,არამედ მათი თმის სიგრძეც კი.

7. ინდოეთის სუბ-კონტინენტის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე კუნძულოვან ქვეყანაში – შრი-ლანკის დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკაში – ახალი წელი ყველაზე ხშირად აპრილის თვეში აღნინიშნება (ახალი წლის დადგომა აღნიშნულ სახელმწიფოში დიდად არის დამოკიდებული ასტრონომიულ კალენდარზე).

8. მგლები პარტნიორებს ერთადერთ შემთხვევაში – პარტნიორის სიკვდილის შემთხვევაში იცვლიან.

9. მსოფლიო ნიშვნელობის პირველ რუს მეცნიერ-ბუნებისმეტყველს – მიხეილ ლომონოსოვს დედა – ელენა სივკოვა,ცხრა წლის ასაკში (1720 წელს) გარდაეცვალა.მეუღლის გარდაცვალების შემდგომ,მიხეილის მამამ – ვასილიმ ორჯერ კიდევ იქორწინდა.

10. ძველ საბერძნეთში მიმდინარე არჩევნების წინ,იმისათვის,რომ ამომრჩევლები არჩევნებზე გამოცხადებულიყვნენ,მათ ფულს აძლევდნენ და ამ მეთოდით უზრუნველყოფდნენ მათ არჩევნებზე მისვლას. - (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>