ჯონ კლარენს ვუდსი – “კეთილი ჯალათი”
ჯონ კლარენს ვუდსი (1911-1950 წლები) – წარმოადგენდა ამერიკის შეერთებული შტატების არმიის სერჟანტსა და XX საუკუნის ყველაზე ცნობილ იმ ჯალათს,რომელმაც 1946 წელს სიკვდილით დასაჯა ნიურნბერგის საერთაშორისო სასამრთლოს მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ ამაზრზენ დანაშაულებებში მსჯავრდებული ფაშისტური გერმანიის ყველა სიკვდილმისჯილი ჩინოსანი.მათ შორის – იოაჰიმ ფონ რიბერტროპი,ალფრედ იოდლი,ერნსტ კალტენბრუნერი,ვილჰელმ კეიტელი,ვილჰელმ ფრიკი,იულიუს შტრეიხერი,ალფრედ როზენბერგი და სხვები. (ავტორი გენია.ჯი) მოგვიანებით,მანვე დასაჯა სიკვდილით ტოკიოს საერთაშორისო ტრიბუნალის მიერ სამხედრო დანაშაულში მსჯავრდებული შვიდი იაპონელი სამხედრო მაღალჩინოსანი.საყურადღებოა ის გარემოებაც,რომ სანამ ნიურნბერგისა და ტოკიოს საერთაშორისო ტრიბუნალების მიერ გამოტანილ სასიკვდილო განაჩენებს აღასრულებდა,მანამდე ჯონ ვუდსი პროფესიონალ ჯალათად მიიჩნეოდა და ამავე განხრით “მუშაობდა” მშობლიურ ქალაქ სან-ანტონიოში (კალიფორნიის შტატი).ოფიციალური ცნობების თანახმად,მას მეორე მსოფლიო ომამდე – 350 ადამიანი ჰყავდა სიკვდილით დასჯილი.”კეთილი ჯალათი” ვუდს იმის გამო უწოდეს,რომ ეშაფოტზე ასულ სიკვდილმისჯილს იგი ერთგვარ “დახმარებას” უწევდა: ყულფზე დაკიდებულ სიკვდილმისჯილს იგი ქვემოდან ფეხებზე თავად ეკიდებოდა,რათა მისი ტანჯვა შეემსუბუქებინა და სიკვდილი დაეჩქარებინა.თუმცა აღნიშნულ მეთოდს ის მხოლოდ სამშობლოში მიმართავდა და იგი არც ერთ შემთხვევაში არ გამოუყენებია კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებში მსჯავრდებული პირების მიმართ. (ავტორი გენია.ჯი)
მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე,ჯონ კლარენს ვუდსი არმიაში გამოიძახეს და სერჟანტის ჩინი უბოძეს.შემდგომ კი,ის სასწრაფო წესით ნიურნბერგში სპეცრეისით ჩაიყვანეს.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ნიურნბერგში გასამართლებული სიკვდილმისჯილებისათვის ეშაფოტის აგებაც მას ანდეს.მის მიერ აგებული სახრჩობელა წინამორბედებისაგან იმით განსხვავდებოდა,რომ სიკვდილმისჯილის ფეხებქვეშ არსებული ტაბურეტი – გასაღებმა ლუქმა შეცვალა,რაც თავის მხრივ ყულფზე ჩამოკიდებული სიკვდილმისჯილის ხანგრძლივ და წამებით სიკვდილს უზრუნველყოფდა (რიგი დოკუმენტების ცნობებით – რიბენტროპი და სხვა რამდენიმე მსჯავრდებული სიკვდილს სახრჩობელაზე რამდენიმე წუთის განმავლობაში ებრძოდნენ).
ვუდსი ნიურნბერგიდან სამშობლოში ნამდვილი ტრიუმფით დაბრუნდა.კაცობრიობის ისტორიაში არც ერთ ჯალათს ისეთი აღფრთოვანებით არ შეხვედრია ხალხი,როგორც – ჯონ კლარენს ვუდსს.სახრჩობელის ყულფით ხელშდამშვენებული “კეთილი ჯალათის” ფოტოებმა ამერიკული პრესის პირველი გვერდები მოიცვა.იგი ჟურნალისტებს არც ინტერვიუების მიცემაზე ეუბნებოდა უარს და შესაბამისად,მისი მრავალი ინტერვიუც იქნა გამოქვეყნებული გაზეთებში.მალევე,საკმაოდ კარგი ბიზნესიც ააწყო: სოლიდურ თანხებად ჰყიდდა იმ თოკებს,რომლებზეც თითქოსდა ჩამოახრჩო კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულში მსჯავრდებული ფაშისტი გერმანელი სიკვდილმისჯილები.
1950 წელს სან-ანტონიოს ხელისუფლებამ ახალი,”პროგრესული” სიკვდილით დასჯის მეთოდი შემოიღო – “ელექტრო სკამის” სახით.იმისათვის,რომ ვუდსი უმუშევარი არ დარჩენილიყო,გადაწყვიტა თავისი კონსტრუქციით შეექმნა ინოვაციური სიკვდილით დასასჯელი ელექტრო სკამი.სწორედ თავისივე შექმნილმა სასიკვდილო იარაღმა (ელექტრო სკამში გამავალმა დიდმა ძაბვამ) იმსხვერპლა შემთხვევით 1950 წლის 21 ივლისს ჯონ კლარენს ვუდსი. XX საუკუნის ყველაზე ცნობილმა ჯალათმა იმავე მეთოდით დაასრულა სიცოცხლე,როგორც სხვა უამრავმა სიკვდილმისჯილმა ელექტრო სკამზე.მიუხედავად ამისა,ეს ფაქტი იმ პერიოდში გასაიდუმლოებული იქნა და გაჟღერდა ოფიციალური ვერსია,რომლის თანახმადაც,ჯონ ვუდსი საკუთარ სახლში ერთ-ერთი ელექტრო ხელსაწყოს შეკეთების დროს დაიღუპა დენის დარტყმის შედეგად. (ავტორი გენია.ჯი)