ბასტილია – “ეპიზოდი”
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში განთავსებული – ბასტილიის საყოველთაოდ ცნობილი ციხესიმაგრე,ჯერ კიდევ XIV საუკუნის პირველ ნახევარში,პარიზში არსებულ მრავალრიცხოვან კოშკებს შორის ერთ-ერთ მათგანს წარმოადგენდა და ისეთივე დანიშნულების მატარებელი იყო,როგორიც სხვა დანარჩენი კოშკები. (ავტორი გენია.ჯი) თანამედროვე ციხესიმაგრის სახე ბასტილიამ საფრანგეთის მეფის – შარლ V ბრძენის მმართველობის ეპოქაში,კერძოდ – 1383 წელს მიიღო (კოშკის ციხესიმაგრედ გადაქცევის სამუშაოები მიმდინარეობდა 1370-1383 წლებში).აღნიშნული ციხესიმაგრის ამგები გახლდათ ფრანგი სახელმწიფო მაღალჩინოსანი – ჰუგო ობრიო (1315-1388 წლები).საფრანგეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ციხესიმაგრე – ბასტილია,სხვადასხვა ეპოქებში სხვადასხვავე ფუნქციების მატარებელი გახლდათ.გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბასტილია ციხის ფუნქციასაც ასრულებდა და იქ ძირითადად დატუსაღებული ჰყავდათ სახელმწიფო დანაშაულში ბრალდებული თუ მსჯავრდებული პირები. (ავტორი გენია.ჯი) ბასტილიის ციხის პატიმრებს შორის იყვნენ ისეთი ცნობილი ადამიანები,როგორებიც გახლდნენ – მიშელ დე მონტენი,ვოლტერი,ბომარშე,მარკიზ დე სადი,აბატი ფარია,ალესანდრო კალიოსტრო,ნიკოლა ფუკე და სხვები.რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,გარდა ადამიანებისა,აღნიშნულ ციხეში დაპატიმრებული ჰყავდათ დიდი ფრანგი განმანათლებლების – დენი დიდროსა და ჟან ლერონ დ’ალამბერის მიერ შედგენილი – “ფრანგული ენციკლოპედია”,რომელსაც ბრალი ედებოდა საზოგადოებრივი მორალისა და რელიგიის წინააღმდეგ მიმართულ მავნებლურ ქმედებებში.თუმცა,რაც ყველაზე ნიშანდობლივია,გახლავთ ის,რომ ბასტილიის ციხის პირველი ბინადარი ტუსაღი თავად მისი ამგები – ჰუგო ობრიო იყო,რომელსაც ბრალი დაედო ერესში,სოდომიასა და გამოძალვაში.მან ბასტილიის ციხეში 4 წელიწადი დაჰყო და განთავისუფლების შემდგომ პარიზი საერთოდ მიატოვა.
1789 წლის 14 ივლისს განხორციელებული სახალხო მღელვარების დროს ბასტილიის ციხესიმაგრე დანგრეული იქნა,რამაც თავის მხრივ სათავე დაუდო საფრანგეთის ბურჟუაზიულ რევოლუციას. (ავტორი გენია.ჯი)