ლუი XIV დე ბურბონი – “ეპიზოდი”
XVIII საუკუნის დასაწყისში საფრანგეთისა და ნავარის “მეფე-მზედ” წოდებულ მეფეს – ლუი XIV დე ბურბონს (1638-1715 წლები) ერთ-ერთმა ფრანგმა მეცნიერმა და ქიმიკოსმა – “ბიოლოგიური იარაღის” შექმნის იდეა და მისი გამოყენების სავარაუდო შედეგები გააცნო. (ავტორი გენია.ჯი) ფრანგი მეცნიერი ვარაუდობდა,რომ ლუი მის შეთავაზებას დაუყონებლივ მიიღებდა და შესაბამისად,სოლიდური ფულადი ჯილდოთიც დაასაჩუქრებდა.მისდა მოულოდნელად,მეფე-მზე ინოვაციური “ბიოლოგიური იარაღის” დამზადების იდეამ და მისგან გამოსაწვევმა სავალალო შედეგებმა იმდენად შეაკრთო,რომ მეცნიერს შეთავაზებული წინადადების მიღებაზე სასტიკი უარი განუცხადა.თუმცა იმისათვის,რომ აღნიშნული იდეა სხვებისათვის არ მიეყიდა,ფრანგი ბიოლოგი ლუიმ სოლიდური ფულადი ჯილდოთი მაინც დაასაჩუქრა. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ცნობისათვის,პირველი მცდელობები ბიოლოგიური იარაღის გამოყენებისა სათავეს ჯერ კიდევ უძველეს მსოფლიო ისტორიაში იღებს.სხვადასხვა ეპოქებში ამა თუ იმ ქალაქის ალყის დროს მოალყეები ქალაქის გალავნების შიდა პერიმეტრზე ჭირით გარდაცვლილ ადამიანებს კატაპულტების გამოყენებით ისროდნენ,რაც ქალაქის დამცველებში ეპიდემიის გამომწვევი მიზეზი ხდებოდა.შესაბამისად,”ბიოლოგიურ იარაღს” იმთავითვე დიდი ეფექტი გააჩნდა.თანამედროვე მსოფლიო ისტორიაში პირველი კონკრეტული ფაქტი,როდესაც “ბაქტეოროგიული იარაღი” გამოიყენეს,დაფიქსირებული იქნა 1756 წელს და მისი პირველი მსხვერპლი ინდიელები აღმოჩნდნენ.