ნახევარმთვარე – “ეპიზოდი”

ნახევარმთვარე – როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,წარმოადგენს ისლამური რელიგიის ერთ-ერთ უმთავრეს სიმბოლოს.საინტერესოა ის გარემოება,რომ აღნიშნული სიმბოლო ისლამის დამაარსებლისა და ალაჰის უკანასკნელი მოციქულის – მუჰამედის ცხოვრების პერიოდში არანაირი რელიგიური დატვირთვის მატარებელი არ ყოფილა. (ავტორი გენია.ჯი) სანამ ისლამური რელიგია წარმოიშვებოდა,ნახევარმთვარეს მცირე აზიაში მაცხოვრებელი სხვადასხვა ხალხები მონეტებზე გამოსახავდნენ (არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი იქნა თურქული კაგანატის მონეტები,რომლებიც დამზადებული იქნა დაახლოებით 1500 წლის წინათ) და შესაბამისად,მას რელიგიური დატვირთვა არ გააჩნდა.რელიგიური დატვირთვა ნახევარმთვარისათვის არც მუჰამედს და არც სხვა ისლამური რელიგიის მატარებელ ადრეულ მმართველებს არ მიუნიჭებიათ. 651 წლიდან ნახევარმთვარე მუსულმანურ ქვეყნებში ძალაუფლების ერთგვარ სიმბოლოდ განიხილებოდა.არაბული ქვეყნების დროშებზე კი იგი მხოლოდ და მხოლოდ XIV საუკუნის მიჯნაზე აღბეჭდეს,თუმცა ყველაზე დიდი მნიშვნელობა მას შემდგომ მიენიჭა,რაც ნახევარმთვარე ოსმალეთის იმპერიის დროშაზე გამოისახეს.რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ოსმალეთის იმპერია ყველაზე ძლევამოსილ და გავლენიან ისლამურ სახელმწიფოს წარმოადგენდა მსოფლიოში.ამ ძლევამოსილი მუსულმანური იმპერიის დროშაზე გამოსახული ნახევარმთვარე კი მალევე გავრცელდა სხვა ისლამურ სახელმწიფოებში და იქცა კიდეც ისლამური რელიგიის ერთ-ერთ უმთავრეს სიმბოლოდ. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>