პეტრე I დიდი – “ეპიზოდი”
რუსეთის იმპერატორი – პეტრე I დიდი (1672-1725 წლები) დიდი ხნის მანძილზე მთელი ძალისხმევით ცდილობდა კორუფციაში ჩაძირული მართლმსაჯულების სისტემის გაწმენდას.იგი პირადად ხელმძღვანელობდა სასამართლო სისტემაში კეთილსინდისიერი კადრების შერჩევის პროცედურებს. (ავტორი გენია.ჯი) ერთხელ იმპერატორს მოახსენეს,რომ მოსკოვში ცხოვრობდა ერთი იურისტი კაცი,რომელიც გარდა იმისა,რომ შესანიშნავად ერკვეოდა რუსეთის იმპერიის კანონმდებლობაში,ქრთამის აღებისგანაც მაქსიმალურად იკავებდა თავს.პეტრე იმდენად დაინტერესდა აღნიშნული ინფორმაციით,რომ გადაწყვიტა თავისი წესიერებით სახელგანთქმული მოსკოველი იურისტის გაცნობა.მასთან გასაუბრებამ მონარქზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.პეტრემ,სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდა,იურისტს ხაზგასმით მიანიშნა,რომ მის პატიოსნებასა და სინდისს ენდობოდა,რის გამოც ნოვგოროდის მთავარ მოსამართლედ ნიშნავდა.კორუფციისაგან თავშეკავების პირობა მანაც დადო მეფის წინაშე და დაკისრებული მოვალეობის შესრულებას შეუდგა.რამდენიმე ხნის გასვლის შემდგომ,პეტრეს აცნობეს,რომ მის მიერ ნოვგოროდის მთავარ მსაჯულად დანიშნული პიროვნება კორუფციაში იყო ჩაფლული. (ავტორი გენია.ჯი) იმპერატორი მიღებულმა ინფორმაციამ დიდად გააკვირვა და გადაწყვიტა პირადად დარწმუნებულიყო ინფორმაციის უტყუარობაში.მალევე დადგინდა,რომ მსაჯული მართლაც მექრთამე იყო,რის შემდეგაც იგი პეტრემ საიმპერატორო სასახლეში იხმო:
- რა გახლავთ იმის მიზეზი,რომ მეფისათვის მიცემული პირობა დაარღვიეთ? – ჰკითხა პეტრემ.
- თქვენო უდიდებულესობავ,ამის უმთავრესი მიზეზი ჩემივე მცირე ხელფასია.იმისათვის,რომ ვალებში არ ჩავარდნილიყავი,იძულებული გავხდი ქრთამი ამეღო – მოკრძალებულად,თუმცა გულისხმიერად უპასუხა მსაჯულმა.
- მაშ,მიპასუხეთ,რა რაოდენობის ხელფასია საჭირო იმისათვის,რომ კეთილსინდისიერად აღასრულოთ თქვენზე დაკისრებული მოვალეობა?
- ორჯერ იმაზე მეტი,ვიდრე ახლა მაქვს, – იყო პასუხი.
- ძალიან კარგი,მე გპატიობ ჩადენილს და ხელფასს კი არ გიორმაგებ,არამედ გისამმაგებ.თუმცა,თუ კიდევ შევიტყობ,რომ ქრთამს კვლავაც იღებ – ჩამოხრჩობა არ აგცდება.
მსაჯულმა იმპერატორის წინადადება დიდი სიხარულით მიიღო და პირობაც დადო,რომ ქრთამს აღარასოდეს აიღებდა.ნოვგოროდში დაბრუნებული,რამდენიმე წლის განმავლობაში მართლაც თავს იკავებდა ქრთამის აღებისაგან,თუმცა დროის გასვლასთან ერთად იფიქრა,რომ იმპერატორს ყოველივე დავიწყებული ექნებოდა და კვლავაც კორუფციაში ჩაეფლო.მისი მექრთამეობის ამბავი ისევ მოახსენეს პეტრეს,რის შემდეგაც მსაჯულს კვლავაც საიმპერატორო სასახლეში უხმეს.განრისხებულმა იმპერატორმა მკაცრად დაგმო მისი საქციელი და მსაჯულს შემდეგი სიტყვით მიმართა:
- თუკი ვერ შეძელი შენი იმპერატორისათვის მიცემული პირობის შესრულება,თავად შენი იმპერატორი შეძლებს თავისი ქვეშევრდომისათვის მიცემული პირობის შესრულებას. – წარმოთქვა თუ არა პეტრემ ეს სიტყვები,უმალვე ბრძანება გასცა მექრთამე მსაჯული ჩამოეხრჩოთ. (ავტორი გენია.ჯი)
-