ნავაჰოს ტომის მოხუცი ინდიელის გზავნილი მთვარეზე…
1960-იან წლებში აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო – “NASA” მთვარეზე გასაფრენად ამერიკელ ასტრონავტებს ამზადებდა.როგორც წესი,ასეთი ურთულესი მისიების შესასრულებლად ასტრონავტებს სპეციალურ წვრთნებს უტარებენ. (ავტორი გენია.ჯი) ერთ-ერთ წვრთნას წარმოადგენდა ამერიკელი ასტრონომების არიზონას უდაბნოში გასავლელი საგანგებო კურსები.აღნიშნულ ტერიტორიაზე კი,როგორც ცნობილია,ნავაჰოს ტომის ინდიელი ხალხი ცხოვრობდა და ცხოვრობს დღემდე.არიზონას უდაბნოში წვრთნების მიმდინარეობის დროს,თეთრ სკაფანდრებში გამოწყობილ ასტრონომებს სრულიად შემთხვევით გადაეყარა ხანდაზმული ნავაჰოს ტომის ინდიელი მამაკაცი და მისი ახალგაზრდა ვაჟი,რომლებიც თხებს მწყემსავდნენ.მოხუცმა,რომელიც მხოლოდ ნავაჰოს ენაზე საუბრობდა,თავისი ვაჟის მეშვეობით,რომელიც ინგლისურ ენას ფლობდა,ასტრონავტებს ჰკითხა “თუ რითი იყვნენ დაკავებული თეთრ დიდ კოსტუმებში გამოწყობილი ადამიანები?” – რაზეც ერთ-ერთი ასტრონომისაგან მიიღეს პასუხი,რომ ისინი მთვარეზე გაფრენისათვის ემზადებოდნენ.მოხუცმა იკითხა,შეიძლებოდა თუ არა მისი გზავნილის მთვარეზე გაგზავნა,რასაც “ნასა”-ს თანამშრომლების დადებითი პასუხი მოჰყვა.მისი ერთობ მოკლე შეტყობინება მაგნიტოფონის მეშვეობით იქნა ჩაწერილი. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა მათ ვერ თარგმნეს ნავაჰოს ენაზე წარმოთქმული შეტყობინება.აღნიშნული სიტყვის თარგმნაზე მათდა გასაკვირად უარი განაცხადა მოხუცის ვაჟიშვილმა.მოგვიანებით,”ნასა”-ს წარმომადგენლებმა მოხუცის ჩანაწერი სხვა ნავაჰოს ტომის წარმომადგენლებს მოასმენინეს იმის იმედით,რომ ისინი მაინც უთარგმნიდნენ ტექტის შინაარს.მოისმინეს თუ არა მოხუცის მაგნიტოფონზე ჩაწერილი სიტყვები,მათ უმალვე სიცილი აუვარდათ,თუმცა მის თარგმანზე მათაც უარი განაცხადეს.საბოლოო ჯამში “ნასა”-მ მაინც გაშიფრა მოხუცი ნავაჰოს ტომის ინდიელის გზავნილი მთვარეზე,რომელიც სიტყვასიტყვით ასე ითარგმნებოდა: “ჩვენო მთვარეულო მეგობრებო! კარგად ჩახედეთ ამ ადამიანებს თვალებში – ისინი თქვენი მიწების წასართმევად მოვიდნენ!” (ავტორი გენია.ჯი)