ანდრეა მანტენია – “მკვდარი ქრისტე”
“მკვდარი ქრისტე” – წარმოადგენს რენესანსის ეპოქის გენიალური იტალიელი მხატვრისა და პადუას სახვითი სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის – ანდრეა მანტენიას (1431-1506 წლები) მიერ ტილოზე ტემპერათი დახატულ შედევრ-სურათს. (ავტორი გენია.ჯი) ტილოს სიმაღლე 68 სანტიმეტრი,ხოლო სიგანე 81 სანტიმეტრია.საყურადღებოა ის გარემოება,რომ სწორედ აღნიშნული სურათი წარმოადგენს მანტენიას შემოქმედების “გვირგვინ” ქმნილებას.ტილოს დახატვის ზუსტი თარიღი უცნობია,თუმცა სპეციალისტები ვარაუდობენ,რომ იგი დახატული უნდა იყოს 1466-დან 1500 წლამდე პერიოდებში.სურათის სიუჟეტი აგებულია “ქრისტეს დატირების” მოტივებზე,რომელიც ერთობ ფართოდ იყო გავრცელებული რენესანსის ეპოქის სახვით ხელოვნებაში.უფალი ჩვენი იესო ქრისტეს ცხედარი დასვენებულია მარმარილოს ფილაზე,რომელსაც “ღვთის დაფად” მოიხსენიებენ.საინტერესოა ის გარემოებაც,რომ მხატვარმა იესოს გამოსახულება არა ჩვეულებრივი რაკურსით (პარალელურად),არამედ პერპენდიკულარულ-ჰორიზონტალური სახით წარმოგვიდგინა,რაც თავის მხრივ ერთობ იშვიათი მოვლენა გახლდათ ადრეული რენესანსის მხატვრობაში.ასეთი უცნაური ფორმით სხეულის გამოსახვა კი მართლაც რომ ორიგინალურ იერს აძლევს ანდრეა მანტენიას მიერ შექმნილ სურათს. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა,ტილოზე კარგად ჩანს იესოს სახე და ჯვარზე გაკვრისაგან მიღებული იარები.სურათის მარცხენა მხარეს გამოსახულნი არიან – მარიამ ღვთისმშობელი და იოანე მოციქული.გარდა ამისა,სურათზე არც თუ ისე ნათლად მოჩანს ერთ-ერთი ფიგურის გამოსახულებაც.როგორც ვარაუდობენ,აღნიშნული გამოსახულება მარიამ მაგდალინელს ეკუთვნის,რასაც იესოს თავთან დადებული მირონით სავსე ჭურჭელიც მოწმობს.
შედევრი-ტილო – “მკვდარი ქრისტე” მხოლოდ ანდრეა მანტენიას გარდაცვალების შემდგომ იქნა აღმოჩენილი მისსავე სამხატვრო სახელოსნოში.შესაბამისად,მანამდე მისი არსებობის შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება.საგულისხმოა,რომ მანტენიას აღნიშნულმა სურათმა უდიდესი გავლენა იქონია მრავალი ცნობილი მხატვრის შემოქმედებაზე.განსაკუთრებით კი,ბოლონიური სახვითი სკოლის დიდებული წარმომადგენლის – ანიბალე კარაჩის შემოქმედებაზე.დღესდღეობით,ანდრეა მანტენიას მიერ დახატული ტილო – “მკვდარი ქრისტე” დაცულია იტალიის ულამაზეს ქალაქ მილანში განთავსებულ – “ბრერის პინაკოთეკაში”. (ავტორი გენია.ჯი)