ლევ ლანდაუ – “ეპიზოდი”
ებრაული წარმომავლობის მქონე ერთ-ერთი უდიდესი საბჭოთა ფიზიკოს-თეორიტიკოსი და სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი – ლევ ლანდაუ (1908-1968 წლები) არა მხოლოდ ფიზიკის პრობლემებისადმი გამოირჩეოდა განსაკუთრებული ხედვით,არამედ ასეთივე დამოკიდებულება გააჩნდა საკუთარი ოჯახის მიმართაც. (ავტორი გენია.ჯი) ჯერ კიდევ ახალგაზრდა ასაკში მყოფმა ლანდაუმ შეიმუშავა ეგრეთ წოდებული – “თავდაუსხმელობის პაქტი ცოლ-ქმრულ ცხოვრებაში”,რომლითაც ხელმძღვანელობდა კიდეც იგი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ სწორედ აღნიშნულ პაქტზე დათანხმების შემდეგ შეირთო მან ცოლად ქიმიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული გოგონა – კონკორდია დრობანცევა,რომლისთვისაც ლანდაუსთან დაქორწინება რიგით მეორე ქორწინებას წარმოადგენდა.ლევ ლანდაუ მიიჩნევდა,რომ ოჯახების დანგრევის უპირველესი მიზეზი – ეჭვიანობა და სიცრუე იყო.სწორედ ამიტომ დადო კიდეც მომავალი მეუღლის წინაშე პირობა კონკორდიამ,რომ არასოდეს იეჭვიანებდა ქმარზე და არც არასოდეს იცრუებდა მის წინაშე.საკვირველია,თუმცა ფაქტია,რომ ფიზიკოსის მიერ შედგენილ პაქტში მოყვანილი თეზისების დარღვევის შემთხვევაში ცოლ-ქმრის წყვილი ფულადი ჯარიმით ისჯებოდა. (ავტორი გენია.ჯი)
1962 წელს ლევ ლანდაუს ნობელის პრემია მიენიჭა ფიზიკის დარგში.მისდა სამწუხაროდ,მეცნიერმა ნობელის პრემიით დაჯილდოვებაზე წასვლა ვერ მოახერხა,რადგან უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში იგი საავადმყოფოში იწვა (ლანდაუ სასწაულებრივად გადაურჩა საშინელ ავტოავარიას).ნობელის კომიტეტმა,რომელმაც კარგად უწყოდა ფიზიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა,მიიღო გადაწყვეტილება ლევ ლანდაუს ნობელის პრემიით დაჯილდოვების ცერემონია საავადმყოფოს კედლებშივე წარემართა,რაც პირველი შემთხვევა გახლდათ ამ უდიდესი ჯილდოს გადაცემის არსებობის ისტორიაში. (ავტორი გენია.ჯი)