იუპიტერი – “ეპიზოდი”
მზის სისტემის ერთ-ერთ უდიდეს ციურ ხეულს (პლანეტას) – იუპიტერს,რომლის არსებობის შესახებაც ცნობები სათავეს ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან იღებს,სახელწოდება რომაული მითოლოგიის ჭექა-ქუხილისა და ელვის ღმერთის – იუპიტერის მიხედვით ეწოდა. (ავტორი გენია.ჯი) თავის მხრივ,რომაულ მითოლოგიაში იუპიტერი გახლდათ მიწათმოქმედების ღმერთის – სატურნის ვაჟი და პლუტონისა და ნეპტუნის ძმა,რომელიც დაქორწინებული იყო იუნონაზე.მიუხედავად იუნონაზე ქორწინებისა,იუპიტერს სხვა ქალებთანაც გააჩნდა სასიყვარულო რომანები.აღნიშნული რომანებიდან კი რამდენიმე შვილიც შეეძინა.საინტერესოა ის გარემოება,რომ ასტრონომებმა იუპიტერის სამ უდიდეს თანამგზავრს,სწორედ მისი საყვარლების სახელები უწოდეს – იო,ევროპა და კალისტო. (ავტორი გენია.ჯი)
იუპიტერი
სატურნი
იო
ევროპა
კალისტო