პაბლო რუის ი პიკასო – “ეპიზოდი”
გენიალური ესპანელი მხატვრის,სკულპტორისა და კუბიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის - პაბლო რუის ი პიკასოს (1881-1973 წლები) ავანგარდული ხელოვნებით შექმნილი შედევრი-სურათებისა თუ ქანდაკებების აღქმა და შესაბამისად,შეფასება,დღემდე უამრავ ადამიანს უჭირს.ასევე იყო პიკასოს ცხოვრების პერიოდშიც. (ავტორი გენია.ჯი) ერთ დღეს,პაბლოს სახელოსნოს სახვით ხელოვნებაში გაუთვითცნობიერებელი მისივე ახლობელი ადამიანი ეწვია,რომელსაც მხატვარმა თავისი ახალი ნამუშევრები დაათვალიერებინა.იგი დიდი გულისყურით აკვირდებოდა პიკასოს მიერ დახატულ სურათებს,თუმცა მათგან ვერანაირი დასკვნა ვერ გამოიტანა.როდესაც სტუმარი სურათების დათვალიერებას მორჩა,პაბლოს გულღიად მიმართა:
- დიდი ბოდიში,მაგრამ თქვენი შემოქმედების არაფერი მესმის.ისეთი საგნები,როგორიც თქვენს მიერ დახატულ სურათებშია წარმოდგენილი,უბრალოდ არ არსებობს.
- თქვენ არც ჩინური ენის არსი გესმით,მაგრამ მიუხედავად ამისა,ის მაინც არსებობს, – ღიმილით მიუგო პიკასომ სტუმარს. (ავტორი გენია.ჯი)