ჟოზეფ პელადანი

ჟოზეფ პელადანი - დაიბადა 1858 წლის 28 მარტს ქალაქ ლიონთან ახლოს (საფრანგეთი),ეკონომიკურად წელგამართულ ინტელიგენტთა ოჯახში.იგი წარმოადგენდა დიდ ფრანგ მწერალ-სიმბოლისტსა და ოკულტისტს,რომელიც ასევე მიიჩნევა ერთ-ერთ ფუძემდებლად “როზერკრეიცერთა ორდენისა”.ჟოზეფის მამა ჟურნალისტი გახლდათ და  ადგილობრივ გაზეთში “ლიტერატურულ საფრანგეთში” მუშაობდა.გარდა ამისა იგი იყო დამფუძნებელი “რელიგიური ყოველკვირეულის” გამომცემლობისა,რომელიც იმთავითვე მოიცავდა მარგინალურ მეციერებას,მისტიკას,რელიგიასა და ოკულტიზმის პრობლემატიკურ თემებს.უფროსი ძმა – ანრი,კი წარმოადგენდა საკმაოდ ცნობილ ექიმსა და ასტროლოგს.ფაქტიურად ჟოზეფის ოჯახი ინტელექტუალებისაგან შედგებოდა,რამაც მის შემდგომ მოღვაწეობაზე დიდი გავლენა იქონია და საკმაოდ კარგი განათლებაც მიიღო.თავდაპირველად ძალები საბანკო სექტორში მოსინჯა,თუმცა ამ საქმით მისი დაინტერესება არც თუ ისე დიდი იყო.მალევე მიემგზავრება რომსა და ფლორენციაში,სადაც გაეცნო და შეისწავლა გენიალური – ლეონარდო და ვინჩის შემოქმედება.გარდა ამისა მან იქვე შეისწავლა აღორძინების ეპოქის უდიდესი მოღვაწეების და ხელოვანების შემოქმედება. (ავტორი გენია.ჯი) მის უსაყვარლეს მწერლად ბავშვობიდანვე დიდი ესპანელი მწერალი მიგელ დე სერვანტესი მიიჩნეოდა,ხოლო უსაყვარლეს კომპოზიტორად ასევე დიდებული გერმანელი კომპოზიტორი – რიხარდ ვაგნერი.ჟოზეფზე იმდენად დიდი გავლენა იქონია ვაგნერის შემოქმედებამ,რომ მან მის მიერ დაწერილი ოპერების გმირების შესაბამისად დაიწყო ჩაცმა (იგი იმოსებოდა დიდი თეთრი ტუნიკით).სამშობლოში დაბრუნების შემდგომ სტანისლას დე გუიტასთან ერთად დააარსა “კაბალისტიკურ ორდენს – ვარდისა და ჯვრისა”.მალევე იგი ორდენის გროსმაისტერი ხდება და იღებს სახელს – სარ მეროდაკი.აღნიშნული მისტიური ორდენის წევრები გახლდნენ ისეთი ცნობილი ფრანგი კომპოზიტორები,როგორებიც იყვნენ – ერიკ სატი და კლოდ დებიუსი.1891 წელს იგი ტოვებს ორდენს და 1892 წელს თავად აარსებს პირად ორდენს “ქრისტიანი როზენკრეიცერებისა”.ამავე პერიოდში იგი აწყობს დიდ შეკრებას როზენკრეიცერებისა,პარიზის დიურან-რიუელის გალერეაში.მანამდე კი 1884 წელს,ჟოზეფი აქვეყნებს რომანს “მთავარი შეცდომა”,1885 წელს “კურიოზი”,1888 წელს “იშტარი”,1895 წელს კი “ბაბილონი”.პირველი ქორწინების შემდგომ,იგი მეორედაც დაქორწინდა ცნობილ ფრანგ სამხატვრო კრიტიკოს ქალზე – ქრისტინე ტეილორზე,რომლის დიდმა სიყვარულმა და გავლენამ,იგი ფაქტიურად ჩამოაცილა თავის ექსტრავაგანტული ცხოვრების წესს.1904 წელს აქვეყნებს პროზაიკულ ნაწარმოებს “ოიდიპოსი და სფინქსი”,ხოლო 1906 წელს “პარციფალი და დონ კიხოტი”.მისმა შემოქმედებამ დიდი აღიარება ჰპოვა და მკვიდრადაც დაუმკვიდრა ადგილი ფრანგულ ლიტერატურაში. (ავტორი გენია.ჯი) 1908 წელს,საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიამ ჟოზეფი “შარ ბლანკას” სახელობის მედლით დააჯილდოვა.ჟოზეფ პელადანი გარდაიცვალა 1918 წლის 27 ივნისს,ნიოი-სიურ-სენში (ო-დე-სენის კომუნა.საფრანგეთი),სადაც იქნა კიდეც დაკრძალული.