უინსტონ ჩერჩილი – “ეპიზოდი”
გაერთიანებული სამეფოს ლეგენდად ქცეულ პრემიერ-მინისტრს - სერ უინსტონ ლეონარდ სპენსერ ჩერჩილს (1874-1965 წლები) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში მრავალი ფიზიკური ტრამვა ჰქონდა მიღებული. (ავტორი გენია.ჯი) ახალგაზრდა ასაკში მყოფმა უინსტონმა ხიდიდან გადახტომის შედეგად ტვინის შერყევა მიიღო.გარდა ამისა,დაიზიანა თირკმელებიც; მოგვიანებით,შვეიცარიაში მოგზაურობის დროს სასწაულებრივად გადაურჩა ჟენევის ტბაში დახრჩობას; როგორც ცნობილია,ჩერჩილი ცხენით ჯირითის დიდი მოყვარული იყო და რამდენჯერმე გადმოვარდა კიდეც ცხენიდან,რის შედეგადაც რიგი ტრამვებისა მიიღო; ინდოეთის სანაპიროზე გადასვლისას გემიდან ჩამავალი უინსტონი მეტად უხერხულად დაეცა და მხარი მოიტეხა; თვითმფრინავის მართვის სწავლის დროს მცირე მოცულობის მქონე თვითმფრინავმა კატასროფა განიცადა,თუმცა საბედნიეროდ,ისიც გადარჩა და პილოტიც; ნიუ-იორკში ყოფნისას,მეხუთე ავენიუზე განთავსებულ გზაზე გადასვლის დროს ჩერჩილს ავტომობილი დაეჯახა,თუმცა ამ შემთხვევაშიც იგი მცირეოდენი ფიზიკური ტრამვებით გადაურჩა სიკვდილს.მიუხედავად უამრავი ინციდენტისა,სერ უინსტონ ლეონარდ სპენსერ ჩერჩილის ჯანმრთელობას ვერც ერთმა მიღებულმა ტრამვამ კვალი ვერ დაამჩნია და მან 90 წლის ასაკამდე იცოცხლა. 1965 წლის 24 იანვარს გაერთიანებული სამეფოს ლეგენდარული ექს-პრემიერ მინისტრი – ინსულტმა არ იმსხვერპლა. (ავტორი გენია.ჯი)