იოსებ სტალინი – “ეპიზოდი”
ადამიანის განათლების დონის შესაფასებლად,საჭიროა გავითვალისწინოთ ის,თუ რამდენი წიგნი აქვს მას წაკითხული.სხვადასხვა წყაროებიდან ვგებულობთ,რომ “წითელი იმპერიის” გენსეკი – იოსებ სტალინი (1878-1953 წლები) მოცალეობის ჟამს დღეში ამა თუ იმ წიგნის საშუალოდ 300 ფურცელს კითხულობდა. (ავტორი გენია.ჯი) ფაქტია ისიც,რომ “კობა” თვითგანათლებას ეწეოდა,რაშიც მას უდიდეს დახმარებას უწევდა კრემლსა თუ სხვადასხვა სამთავრობო აგარაკებზე განთავსებული უნიკალური ბიბლიოთეკები.ჩვენთვის უცნობია,ზუსტად რამდენი წიგნის წაკითხვა მოასწრო მან თავისი სიცოცხლის განმავლობაში.მიუხედავად იმისა,რომ სტალინი არასოდეს ყოფილა წიგნების კოლექციონერი,მის პირად ბიბლიოთეკაში მაინც ათასობისთ წიგნი იყო დაცული.კრემლში განთავსებული ბიბლიოთეკა ათიათასობით წიგნით იყო წარმოდგენილი. 1941 წელს კრემლის ევაკუაციის დროს,სხვა უმნიშვნელოვანეს საგნებთან ერთად ევაკუირებული იქნა კრემლის ბიბლიოთეკაც.რამდენი წიგნი დაუბრუნდა მოგვიანებით კრემლს,დღემდე დაუდგენელია,რადგან მას შემდეგ კრემლში ბიბლიოთეკა გაუქმებული იქნა.სამაგიეროდ,კრემლიდან ევაკუირებული წიგნების უდიდესმა ნაწილმა ბინა სტალინის აგარაკზე – კუნცევოში დაიდო,სადაც ამისათვის სპეციალური ფლიგელიც კი ააგეს.აღნიშნულ ბიბლიოთეკაში 20 000 წიგნი იყო წარმოდგენილი.საბჭოთა გენსეკის გარდაცვალების შემდგომ,კუნცევოს ბიბლიოთეკიდან მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუში გადატანილი იქნა ის წიგნები,რომლის ფურცლებზეც ფილოსოფიის დოქტორი – სტალინი წაკითხვის შემდეგ შენიშვნებსა და ჩანაწერებს ახდენდა.ასეთი წიგნების რაოდენობა კი – 5 500-ს ეგზემპლარს შეადგენდა.ამ მაჩვენებლიდან შესაძლოა დავადგინოთ ის,რომ “ბოროტების იმპერიის” მმართველ დიქტატორს,მინიმუმ – 5 500 წიგნი ჰქონდა წაკითხული.მათ შორის როგორც ლიტერატურული ნაწარმოებები,ასევე ისტორიული,გეოგრაფიული,ფილოსოფიური,მეცნიერული და სხვა ჟანრის ნაშრომები. (ავტორი გენია.ჯი)