ტერენტი გრანელი – “ჩემი დუმილი გრძელდება დღემდე”

ჩემი დუმილი გრძელდება დღემდე,

ახლა ვიგონებ ისევ იმ ყვავილს.

და გაიგებენ დიდი ხნის შემდეგ,

რა ცეცხლი მწვავდა და რა ვიყავი.

* * *

და უეჭველი ბედია დღემდე,

უეჭველია ახლა ნიღაბი.

და გაიგებენ დიდი ხნის შემდეგ,

რა ცეცხლი მწვავდა და რა ვიყავი.

კომენტარის დატოვება