ნიკოლოზ კოპერნიკი – “ეპიზოდი”
1512 წელს გენიალურმა პოლონელმა ასტრონომმა,მათემატიკოსმა და მექანიკოსმა - ნიკოლოზ კოპერნიკმა (1473-1543 წლები) გამოაქვეყნა 40 გვერდიანი ნაშრომი – “მცირე კომენტარები ციური სხეულების მიმოქცევის ჰიპოთეზის შესახებ”,რომელშიც პირველად იქნა განმარტებული სამყაროს ჰელიოცენტრული სისტემა. (ავტორი გენია.ჯი) როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,იმ პერიოდისათვის ასეთი სახის მეცნიერული ნაშრომები რომის კათოლიკური ეკლესიის მიერ უმკაცრეს ცენზურას გადიოდა და თუკი მათში ისეთი ჰიპოთეზები იყო მოყვანილი,რომლებიც ეკლესიის მამებისათვის მიუღებელი იყო,ავტორები ინკვიზიციის მსხვერპლნიც კი ხდებოდნენ.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ კოპერნიკმა თავისი ასტრონომიული ნაშრომის წინასიტყვაობაში რომის პაპის – პავლე III-სადმი ერთგვარი მიმართვა გააკეთა,რომელშიც ვკითხულობთ:
“სრულიად შეგნებული მაქვს,უწმინდესო მამაო,გამოჩნდებიან ზოგიერთები,რომლებიც გაიგებენ თუ არა,რომ ჩემს თხზულებაში სამყაროს სხეულების მიმოქცევის შესახებ დედამიწის სფეროს გარკვეულ მოძრაობას მივაწერ,მაშინვე იყვირებენ: ასეთი მოძღვრება სრულიად დაუშვებელიაო.
როცა ავწონ-დავწონე,რომ ამ ზოგიერთებს,რომლებიც ეყრდნობიან მრავასაუკუნოვან ტრადიციებს,რა მტკიცედ დასაბუთებულად მიაჩნიათ მოძღვრება დედამიწის უძრაობის შესახებ სამყაროს ცენტრში,დიახ,როცა ავწონ-დავწონე,რომ ასეთ ხალხს რაოდენ უაზრობად მოეჩვენება ჩემი იდეა დედამიწის მოძრაობის შესახებ, – მაშინ საკუთარ თავს დიდხანს ვებრძოდი,გამომექვეყნებინა თუ არა ამ მოძრაობის დამასაბუთებელი ჩემი კომენტარები,ან ხომ არ აჯობებდა პითაგორელთა და ზოგ სხვათა მაგალითისათვის მიმებაძა,რომლებიც არა წერილობით,არამედ სიტყვიერად და ისიც მხოლოდ თანამოაზრეებსა და მეგობრებს აცნობებდნენ ხოლმე თავიანთ ფილოსოფიურ მისტერიებს. (ავტორი გენია.ჯი)
თქვენი უწმინდესობა ალბათ ელოდება მოისმინოს ჩემგან,როგორ გავბედე წამომეყენებინა მათემატიკოსთა საყოველთაოდ აღიარებული შეხედულებების საწინააღმდეგო და თითქოს ჯანსაღი აზრისათვის მიუღებელი იდეა დედამიწის მოძრაობის შესახებ.
თქვენო უწმინდესობავ,მსურს გაუწყოთ,რომ ერთადერთი მიზეზი,რამაც მაიძულა მეძია ახალი თეორია ციური სხეულების მოძრაობის გამოსაანგარიშებლად,მხოლოდ და მხოლოდ ის გარემოებაა,რომ ამ საკითხის კვლევისას მათემატიკოსები ურთიერთსაწინააღმდეგო შედეგებამდე მიდიან.ჯერ ერთი,ისინი იმდენად მოისუსტებენ მზისა და მთვარის მოძრაობის საკითხში,რომ დაკვირვებათა საფუძველზე ჯერაც ვერ დაუდგენიათ წელიწადის ხანგრძლივობა.შემდეგ,მზისა და მთვარის,აგრეთვე ხუთი დანარჩენი ცთომილის გადაადგილების განსასაზღვრად ისინი არ ეყრდნობიან ერთსა და იმავე აქსიომებსა და წანამძღვარებს,ხოლო მათი ხილვადი ბრუნვისა და მოძრაობის გამოსახატავად არ იყენებენ ერთსა და იმავე მეთოდს.სახელდობრ,ერთნი ხმარობენ ჰომოცენტრულ წრეებს,მეორენი ექსცენტრებს,სხვანი კიდევ ეპიციკლებს,მაგრამ მაინც ვერ აღწევენ საწადელს.მათ ისე მოსდით,როგორც დაემართა ყველას,ვინც შეეცდება შეაერთოს სხვადასხვა ადამიანის თავის,ხელების,ფეხებისა და სხეულის სხვა ასოების გინდაც ზუსტად ამსახველი სურათები.ეჭვი არ არის,ამ გზით მიღებული გამოსახულება საფრთხობელას უფრო დაემსგავსება,ვიდრე ადამიანს.
ამრიგად,როცა გულდასმით ავწონ-დავწონე ტრადიციული მათემატიკური მოძღვრების სისუსტე ციური სხეულების გადაადგილების დადგენაში,ძალზე უკმაყოფილო დავრჩი იმ გარემოებით,რომ ფილოსოფოსებს,რომელთაც შედარებით წვრილმანი საკითხებიც კი არ დარჩენიათ ზუსტად გამოუკვლეველი,ჯერაც ვერ წამოუყენებიათ ვარგისი თეორია მოძრაობიუს მექანიკის ასახსნელად სამყაროში,ჩვენთვის რომ შეუქმნია უპირველეს და უბრწყინვალეს აღმშენებელს.
არ დავიზარე და გულმოდგინედ გადავქექე ფილოსოფოსთა ყველა თხზულება,რაზედაც კი ხელი მიმიწვდა,რათა გამომერკვია,ხომ არ გამოუთქვამს ოდესმე რომელიმე მათგანს მათემატიკის სპეციალისტების მიერ აღიარებული შეხედულებებისაგან განსხვავებული აზრი ციური სხეულების მოძრაობაზე. და მართლაც აღმოვაჩინე,პირველ რიგში,ციცერონთან,რომ ნიკეტასი თურმე უშვებდა დედამიწის მოძრაობას. (ავტორი გენია.ჯი) შემდგომში პლუტარქესთან წავიკითხე,რომ ზოგიერთი სხვაც ამ აზრისა ყოფილა.შესაბამისი ადგილი აქვე მომყავს,რათა ყველამ შეძლოს მისი წაკითხვა.პლუტარქე ამბობს: გავრცელებულია შეხედულება დედამიწის უძრაობის შესახებ.მაგრამ პითაგორელ ფილალოსს მიაჩნდა,რომ იგი ისევე,როგორც მზე და მთვარე,არასწორ წრეხაზზე მოძრაობს ცენტრალური ცეცხლის გარშემო.ჰერაკლიდე პონტოელი და პითაგორელი ეკფანტოსი გვასწავლიან,რომ დედამიწა მოძრაობს,მაგრამ წინ კი არ მიდის,არამედ ერთ ადგილას დამაგრებული ბორბლის მსგავსად ბრუნავს,რის შედეგად საღამოდან დილამდე საკუთარ ცენტრს გარს შემოუვლის.ყოველივე ამით იმედმოცემულმა იმთავითვე დავიწყე ფიქრი დედამიწის მოძრაობაზე, და მჯეროდა,რომ თუ ჩემს წინამორბედებს ხელ-ფეხი გახსნილი ჰქონდათ,ციური მოვლენები ნებისმიერი წრეხაზის დახმარებით აეხსნათ,მაშ მეც მქონდა უფლება,დედამიწის მოძრაობა დამეშვა,ვინძლო მეპოვა ციური სხეულების მიმოქცევის უფრო დამაკმაყოფილებელი ახსნა,ვიდრე ეს აქამდე არსებობდა.
აქედან გამომდინარე დავსახე ჩემი შრომის გეგმა.პირველ წიგნში აღვწერ ყველა ციური სხეულის ორბიტებს და იმ მოძრაობას,რაც მე დედამიწას მივაწერე.ამრიგად,ეს წიგნი,თუ შეიძლება ასე ითქვას,შეიცავს სამყაროს აგებულების საყოველთაო სურათს.მომდევნო წიგნებში ყველა ცთომილის მოძრაობას და ორბიტებს ვუფარდებ დედამიწის მოძრაობას,რათა შესაძლებლობა მოგვეცეს ნათლად დავინახოთ,რა სახეს მიიღებს დანარჩენ ცთომილთა და ციურ სხეულთა მოძრაობა დედამიწის ბრუნვის შემთხვევაში.ეჭვი არა მაქვს,ნათელი გონების,განსწავლული მათემატიკოსები მხარს დამიჭერენ,თუკი ინებებენ გაეცნონ და ღრმად ჩაუკვირდნენ ჩემს შრომაში მოყვანილ არგუმენტებს.მაგრამ ვინაიდან არ ვაპირებ თავი ავარიდო როგორც განსწავლულთა,ასევე უსწავლელთა მსჯავრს,ამიტომ თქვენზე უკეთესს,თქვენო უწმინდესობავ,ვის მივუძღვნი ამ გამოკვლევას,რადგან თქვენ თქვენი მაღალღირსეული მდგომარეობისა და აგრეთვე სიყვარულის გამო მეცნიერების ყველა დარგისა და განსაკუთრებით მათემატიკის მიმართ,ღრმად გაფასებენ იმ გადაკარგულ კუთხეშიც კი,სადაც მე ვცხოვრობ.ასე რომ,მხოლოდ თქვენს ავტორიტეტსა და მსჯავრს ძალუძს დამიფაროს ცილისმწამებლების გესლისაგან.ნათქვამია: ვერარავინ გიშველის,თუ სიკოფანტმა (პროფესიონალი მაბეზღარა – ავტორი გენია.ჯი) დაგაბრალა,აკრძალულ ხილს გვთავაზობსო”. (ავტორი გენია.ჯი)
ნიკოლოზ კოპერნიკი
პავლე III (რომის პაპი)