აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაცია – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე (მიღებული 1776 წლის 4 ივლისს) ხელი მოაწერა მეორე კონტინენტალური კონგრესის 56-მა დეპუტატმა,რომელთაგან – 28 ადვოკატი, 13 კომერსანტი, 8 პლანტატორი და შვიდი სხვადასხვა პროფესიის ადამიანი იყო. (ავტორი გენია.ჯი) საგულისხმოა ის გარემოება,რომ დეკლარაციის ხელმოწერის შემდგომ პერიოდებში – 5 მათგანი ინგლისელებმა ჩაიგდეს ხელში და როგორც მოღალატეები – დახვრიტეს; ცხრა მათგანი დამოუკიდებლობისათვის მიმდინარე ბრძოლებში მიღებული იარების შედეგად გარდაიცვალა; კონგრესის დეპუტატთა უმეტესობამ ადრეულ პერიოდებში დაკარგა ოჯახის წევრები (ცოლ-შვილი) და მთელი თავიანთი ქონება; ბედის ირონიით,აღნიშნული დოკუმენტის ორი ავტორი,რომლებიც შემდგომ აშს-ის პრეზიდენტები გახდნენ – ჯონ ადამსი და ტომას ჯეფერსონი,ერთსა და იმავე დღეს – 1826 წლის 4 ივლისს,აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღებიდან 50 წლის გასვლის შემდგომ აღესრულნენ. (ავტორი გენია.ჯი)