სემიუელ მორზე – “ეპიზოდი”
საყოველთაოდ ცნობილი ამერიკელი გამომგონებელი და ელექრომაგნიტური მბეჭდავი ტელეგრაფის,იგივე – “მორზეს აპარატის” შემქმნელი - სემიუელ ფინლი ბრიზ მორზე (1791-1872 წლები) ოცდათოთხმეტი წლის ასაკამდე სახვითი ხელოვნებით იყო დაკავებული და სრულიად არ ინტერესდებოდა ტექნიკური საშუალებების გამოგონებით. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა,მისი ცხოვრების სტილი ერთმა მნიშვნელოვანმა ფაქტმა შეცვალა.კერძოდ, 1825 წელს სემიუელს მამისაგან – ჯედიდიაჰ მორზესაგან მიუვიდა წერილი,სადაც ატყობინებდა,რომ მისი მეუღლე – ლუკრეცია კვდებოდა.მიუხედავად იმისა,რომ მორზე იმავე დღეს გაემგზავრა ვაშინგტონიდან ნიუ-ჰეივენში,სადაც სემიუელის ოჯახი ცხოვრობდა,მეუღლეს ცოცხალს მაინც ვერ მიუსწრო (იგი 1825 წლის 7 თებერვალს ინფარქტის შედეგად აღესრულა) და ვერც მის დაკრძალვას დაესწრო.სწორედ აღნიშნულმა ტრაგედიამ აიძულა იგი სახვით ხელოვნებას ჩამოცილებოდა და მთელი თავისი ენერგია ისეთი აპარატის შესაქმნელად გამოეყენებინა,რომელიც წერილზე ბევრად ადრე შეატყობინებდა შორეულ ადგილებში მყოფ ადამიანებს ამა თუ იმ საჭირო ინფორმაციას.რამდენიმე წლიანი თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად,სემიუელ მორზემ 1838 წელს დაამზადა ელექტრომაგნიტური მბეჭდავი ტელეგრაფი,რომელსაც – “მორზეს აპარატი” ეწოდა. (ავტორი გენია.ჯი)