ალფრედ ნობელი – “ეპიზოდი”
“ნობელის პრემიის” შვედ ფუძემდებელსა და ქიმიკოს-ნოვატორს – ალფრედ ბერნჰარდ ნობელს (1833-1896 წლები),იმის გამო,რომ მაღალბრიზანტული ფეთქებადი ნივთიერება – დინამიტი გამოიგონა,რიგი ჟურნალ-გაზეთებისაგან უზარმაზარი კრიტიკა დაატყდა თავს და მას – “ასაფეთქებელი სიკვდილით მოვაჭრე” უწოდეს. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა მიუთითებდნენ,რომ მის უზარმაზარ ფინანსურ შესაძლებლობებს სისხლის სუნი ასდიოდა,რადგან სწორედ დინამიტით იღუპებოდა უამრავი ადამიანი სხვადასხვა კონფლიქტების მიმდინარეობისას.მიუხედავად დიდი კრიტიკისა,ალფრედი თავს მაინც თავგადაკლულ “პაციფისტად” მიიჩნევდა და მის მიერ დინამიტის გამოგონებას შემდეგი სახით განმარტავდა: “თუკი მოწინააღმდეგე მხარეებს გაუჩნდებათ ისეთი სახის იარაღი,რომელსაც მომენტალურად შეეძლება ერთმანეთის გაანადგურება,ისინი გაათვითცნობიერებენ და მიხვდებიან,რომ ომით ვერაფერს მოიგებენ და კონფლიქტსაც შეწყვეტენ”. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. სამწუხაროდ,კაცობრიობამ არად ჩააგდო ალფრედ ნობელის გათვლა და კიდევ უფრო გააუმჯობესა და დახვეწა მასობრივი განადგურების იარაღის წარმოება.