თეოდორ რუზველტი – “ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთ ნაწილში (ველურ დასავლეთში) განთავსებულ რანჩოებზე,მწყემსებს,რომლებიც რქოსან საქონელს უვლიდნენ – კოვბოებად მოიხსენიებდნენ.კოვბოების ეპოქა 1865 წელს დაიწყო და მათ უმეტესობას სამოქალაქო ომის შემდგომ მონობისაგან განთავისუფლებული ის შავკანიანი ადამიანები წარმოადგენდნენ,რომელთაც არც მუდმივი სამუშაო გააჩნდათ და არც რაიმე ქონების მფლობელები იყვნენ. (ავტორი გენია.ჯი) კოვბოების ფენომენმა საერთო ჯამში 30 წლის განმავლობაში იფუნქციონირა (1865-1895 წლები),რის შემდეგაც კოვბოის პროფესია ბევრად უფრო ლოკალური ხასიათის გახდა.საინტერესოა ის გარემოება,რომ ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ერთადერთი პრეზიდენტი,რომელიც კოვბოის პროფესიის მატარებელი გახლდათ,აშშ-ის რიგით 26-ე პრეზიდენტი – თეოდორ რუზველტი (1858-1919 წლები) იყო.მან კოვბოად თავისი პოლიტიკური კარიერის გარიჟრაჟზე – 1883-1886 წლებში იმუშავა. (ავტორი გენია.ჯი)
კოვბოები