საფეხმავლო გადასასვლელის – “ზებრას” შესახებ…

გზებზე განთავსებულ საფეხმავლო გადასასვლელებს კაცობრიობა უძველესი ეპოქებიდან იყენებდა.თუმცა თანამედროვე საფეხმავლო გადასასვლელები,რომლებსაც – “ზებრას” სახელით მოიხსენიებენ,მხოლოდ მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში გამოჩნდა. (ავტორი გენია.ჯი) გერმანელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს და მივიდნენ დასკვნამდე,რომ ადამიანის თვალი თეთრ და შავ ზოლებს განგაშის აღმნიშვნელ სიმბოლოებად აღიქვამდა.ტესტირების შედეგად გაირკვა,რომ  ავტომობილების მძღოლები ასეთი სახის გადასასვლელებთან სიჩქარეს ინსტიქტურად ამცირებდნენ,ხოლო ფეხით მავალნი კი,”ზებრას” დანახვისთანავე ერთიორად ყურადღებიანი ხდებოდნენ.გარდა ამისა,ის მაქსიმალურად ამცირებდა ავარიის შემთხვევებს გზის გადასასვლელ ამა თუ იმ ნაწილზე.შესაბამისად,მეცნიერებმა გამოიტანეს დასკვნა,რომ “ზებრა-გადასასვლელები” ერთობ პრაქტიკულ საშუალებას წარმოადგენდა გზებზე,როგორც ფეხით მოსიარულეებისათვის,ასევე ავტომობილების მძღოლებისათვის.გადასასვლელებზე 1953 წლის სექტემბრის თვეში გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაიხსნა პირველი “ზებრა-გადასასვლელები”,რომელიც უმალვე იქნა გავრცელებული მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში.ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ 2003 წელს გერმანიაში საზეიმოდ იქნა აღნიშნული საფეხმავლო გადასასვლელის – “ზებრას” ორმოცდაათი წლის იუბილე. (ავტორი გენია.ჯი)

უძველესი საფეხმავლო გადასასვლელი იტალიურ ქალაქ პომპეიში

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>