“კაცობრიობის ნებაყოფლობითი გადაშენების მოძრაობა”
მსოფლიოში არსებულ უამრავ სხვადასხვა საკვირველი და გაუგონარი იდეების მატარებელ ორგანიზაციათა შორის ერთ-ერთ ყველაზე ოდიოზური იდეებით სახელგანთქმულ ორგანიზაციად შესაძლოა მივიჩნიოთ ამერიკის შეერთებულ შტატების ქალაქ პორტლენდში (ორეგონის შტატი) 1991 წელს დაფუძნებული საზოგადოებრივ-ეკოლოგიური მოძრაობა,სახელწოდებით - “კაცობრიობის ნებაყოფლობითი გადაშენების მოძრაობა”. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული მოძრაობის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს კაცობრიობის ნებაყოფლობითი გადაშენება ადამიანების მიერ გამრავლებაზე უარის თქმის შედეგად.ამ უცნაური ორგანიზაციის წევრების მოსაზრებით,დედამიწისა და მისი ბიოსფეროს (დედამიწის თხელი ფენა,სადაც ვითარდება სიცოცხლე) გასაუმჯობესებლად,აუცილებელია კაცობრიობამ არსებობა შეწყვიტოს.გარდა ამისა,ისინი მიიჩნევენ,რომ კაცთა მოდგმა ხელს უშლის ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს არსებობას და იმისათვის,რომ აღდგენილი იქნას ბუნებრივი ჰარმონია,ადამიანებმა უნდა შეწყვიტონ გამრავლება.რიგი წყაროების ცნობით,”კაცობრიობის ნებაყოფლობითი გადაშენების მოძრაობის” ფუძემდებელი გახლავთ,ინტერნეტსაიტის – vhemt.org-ის მფლობელი – ლეს ნაიტი,თუმცა ამაs იგი თავად უარყოფს და ამბობს,რომ მან ორგანიზაციის მხოლოდ სახელწოდების მიანიჭებაში მიიღო მონაწილეობა. (ავტორი გენია.ჯი)
მიუხედავად იმისა,რომ “კაცობრიობის ნებაყოფლობითი გადაშენების მოძრაობა” კაცობრიობის გადაშენების ნებაყოფლობითი იდეით გამოდის,ის მაინც არ ეწევა მკვლელობების,თვითმკვლელობების,მასობრივი სტერილიზაციისა და სხვა ძალადობრივი ქმედებების პროპაგანდას.ორგანიზაციის ლოზუნგი გახლავთ – “იცოცხლე ხანგრძლივად და მოკვდი ბედნიერად”. (ავტორი გენია.ჯი)