ჯოშუა აბრაამ ნორტონი – (აშშ-ის იმპერატორი და მექსიკის პროტექტორი)
ჯოშუა აბრაამ ნორტონი (1819-1880 წლები) – წარმოადგენდა ლონდონში დაბადებულ იმ აშშ-ის მოქალაქეს,რომელმაც,რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,საკუთარი თავი ამერიკის შეერთებული შტატების იმპერატორად და მექსიკის პროტექტორად გამოაცხდა, და ამ მოვლენით ისტორიაშიც დაიმკვიდრა ადგილი. (ავტორი გენია.ჯი) 1849 წელს სან-ფრანცისკოში ემიგრირებულმა ჯონ ნორტონისა და სარა ნორდენის ვაჟმა – ჯოშუამ,ბავშვობა და ახალგაზრდული წლები სამხრეთ აფრიკაში გაატარა.”აშშ-ის მომავალ იმპერატორს” მემკვიდრეობით საკმაოდ სოლიდური თანხა – 40 000 ამერიკული დოლარი ხვდა წილად და ბიზნესითაც დაკავდა. 1852 წლისათვის,მის მიერ წამოწყებული ბიზნესით ნორტონმა 250 000 $-ის გამომუშავება შეძლო.მაგრამ მოგვიანებით ბრინჯის ბიზნესში არ გაუმართლა და თავი ბანკროტად გამოაცხადა.აღნიშნულმა წარუმატებლობამ ჯოშუას ფსიქიკაზე მეტად უარყოფითი გავლენა იქონია და სწორედ ამ პერიოდიდან დაეწყო მას ფსიქოლოგიური გადახრები.მათ შორის ისეთი გადახრა,როგორიც გახლავთ – “განდიდების მანია”. 1859 წლის 17 სექტემბერს,სან-ფრანცისკოში მოქმედ რამოდენიმე გაზეთის რედაქციაში ნორტონმა განცხადება შეიტანა,სადაც აღნიშნული იყო,რომ აშშ-ის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის თხოვნით თავს ამერიკის შეერთებული შტატების იმპერატორად აცხადებდა.ჟურნალ-გაზეთების რედაქციებმა ასეთი უცნაური სახის მქონე განცხადების გამოქვეყნებაზე ჯოშუას კატეგორიული უარი უთხრეს.მიუხედავად ამისა,აღნიშნული ფაქტი მაინც ელვის უსწრაფესად იქნა გავრცელებული მოსახლეობაში.მალევე,ნორტონი საქვეყნოდ პოპულარულ პიროვნებად იქცა.იგი ყველა მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ღონისძიებებში იღებდა მონაწილეობას.გარდა ამისა,ნორტონ I-ის სახელით გამოსცემდა დეკრეტებს.მის მიერ გამოცემული დეკრეტები პირველად,როგორც სახუმარო ინფორმაციები,გამოქვეყნებული იქნა სან-ფრანცისკოში გამომავალ გაზეთში – “San Francisco Call-ში.მოგვიანებით,ჯოშუამ თავი მექსიკის პროტექტორადაც გამოაცხადა და დაიწყო კიდეც აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უპრეცენდენტო და უცნაური 21 წლიანი “მმართველობა” ნორტონ I-სა.იგი არ ცნობდა აშშ-ის კონგრესის უფლებამოსილებას და 1859 წლის 12 დეკემბერს დაითხოვა კიდეც იგი. (ავტორი გენია.ჯი)
აშშ-ის თვითგამოცხადებული და ფსიქიკაშერყეული “იმპერატორი” ძველი ამერიკული ჩექმებითა და შინელით იმოსებოდა.გადაადგილდებოდა ფეხით ან უმეტეს შემთხვევაში ველოსიპედით.თავად ახდენდა სან-ფრანცისკოს ქუჩების პატრულირებას და თუკი გადააწყდებოდა ისეთ ფაქტს,სადაც ერთი ადამიანი მეორეს მიმართ სიკეთეს ჩადიოდა,მას “დიდებულის” წოდებას აძლევდა.სან ფრანცისკოში ჯოშუას ყველა იცნობდა და მას ერთგვარი პატივისცემით ეპყრობოდნენ კიდეც.როდესაც ქუჩაში ნორტონ I-ს შეხვდებოდნენ,მიმართავდნენ,როგორც “თქვენო უდიდებულესობავ”.ჯოშუას ფული არაფერში სჭირდებოდა,რადგან ქალაქში განთავსებული ყველა რესტორანი სრულიად უსასყიდლოდ კვებავდა მას.გარდა ამისა,ნორტონს არც მაღაზიებში ახდევინებდნენ ფულს.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ჯოშუას ვიზიტი ამა თუ იმ რესტორანსა და მაღაზიაში,მათთვის საუკეთესო სარეკლამო საშუალებად იქცეოდა ხოლმე.ქალაქმა ნორტონს საცხოვრებელი ბინა გადასცა,სადაც გაატარა კიდეც თავისი ცხოვრების დარჩენილი წლები.გარდა ამისა,იბეჭდებოდა აშშ-ის იმპერატორის გამოსახულებიანი სახუმარო ფულადი ბანკნოტებიც.თეატრებში სპეციალურად გამოყვეს სამი საუკეთესო ადგილი იმპერატორ ნორტონ I-სა და მისი ორი ძაღლისათვის (ბუმერი და ლაზარუსი).ამ სამეულს მეცნიერებათა აკადემიაში დასწრების უფლებაც გააჩნდათ სხვადასხვა სამეცნიერო პოლემიკების გამართვის დროს.
თავის დეკრეტებს აშშ-ის იმპერატორი გაზეთებში აქვეყნებდა.მის მიერ გამოცემულ ბრძანებულებებს ხშირად აშშ-ის მოსახლეობა დადებით შეფასებასაც კი აძლევდა.მაგალითად,ნორტონის მიერ ვირჯინიის გუბერნატორის – ჰენრი უაიზის გადაყენების “ბრძანებულებამ” ხალხში დიდი მოწონება დაიმსახურა.მისი ასეთი სახის ქმედებებს ნორტონის გარდა,რაღა თქმა უნდა ყველა იუმორით უდგებოდა.ჯოშუას უჩვეულო ამბავმა აშშ-ის პრეზიდენტის – აბრაამ ლინკოლნისა და გაერთიანებული სამეფოს დედოფლის – ვიქტორიას ყურამდეც მიაღწია.თავდაპირველად ისინი ერთობ სერიოზულად მიუდგნენ ამ საკითხს,თუმცა მალევე დარწმუნდნენ იმაში,რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ფსიქიკაშერყეული კაცის ქმედებები იყო. (ავტორი გენია.ჯი)
1880 წლის 8 იანვარს სასეირნოდ გასული – ჯოშუა აბრაამ ნორტონი,იგივე ნორტონ I მოულოდნელად გარდაიცვალა.მომდევნო დღეს ერთ-ერთმა სან-ფრანცისკოში გამომავალმა გაზეთმა აღნიშნული ინფორმაცია შემდეგი სიტყვებით გაავრცელა – “მეფე მოკვდა!”
გარდაცვლილ “იმპერატორს” არანაირი დანაზაოგი არ გააჩნდა ექვსი ამერიკული დოლარის გარდა და უკიდურეს სიღატაკეში აღესრულა.თუმცა,სან-ფრანცისკოში მოღვაწე მრავალმა ბიზნესმენმა გამოყო თანხა ნორტონის საკადრისი პატივით დასაკრძალად.საინტერესოა ის გარემოება,რომ ქალაქის ყველაზე ცნობილი პერსონის – ჯოშუა აბრაამ ნორტონის დაკრძალვას 30 000 ადამიანი დაესწრო (სან-ფრანცისკოში იმ პერიოდისათვის სულ 210 000 ადამიანი ცხოვრობდა).მათ შორის,როგორც მდიდარი სოციალური ფენის წარმომადგენელი,ასევე ღარიბი მოსახლეობაც.დაკრძალვის პროცესია 3 კილომეტრის სიგრძეზე იყო გადაჭიმული.შესაბამისად,ნორტონ I სან-ფრანცისკოს მოსახლეობამ დიდი პატივით მიაბარა მიწას.საინტერესოა ისიც,რომ ჯოშუას გარდაცვალებიდან 54 წლის გასვლის შემდეგ,მისი ნეშტი სხვა სასაფლაოზე გადაასვენეს.აღნიშნული პროცესიის დროს სან-ფრანცისკოში დაშვებული იქნა ყველა სახელმწიფო დროშა.ნორტონ I სრული სამხედრო პატივით იქნა დაკრძალული გრანიტით მოპირკეთებულ საფლავში.საფლავს კი შემდეგი სახის ეპიტაფია გაუკეთეს: “ნორტონ I – ამერიკის შეერტებული შტატების იმპერატორი და მექსიკის პროტექტორი”. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. მოგვიანებით,ჯოშუა აბრაამ ნორტონი მრავალი ცნობილი მწერლის ნაწარმოების მთავარი გმირის პროტოტიპად იქცა.მათ შორის ისეთი დიდი მწერლებისა,როგორებიც გახლდნენ – მარკ ტვენი და რობერტ ლუის სტივენსონი.
ნორტონ I და მისი ორი ძაღლი – ბუმერი და ლაზარუსი
ნორტონ I-ის გამოსახულებიანი “სახუმარო” ფულადი ბანკნოტი