მაიას მთები
მაიას მთები – წარმოადგენს ცენტრალურ ამერიკაში მდებარე – ბელიზსა და გვატემალას რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში განთავსებულ მთის მასივს,რომელიც გადაჭიმულია მესოამერიკის გეოგრაფიულ რეგიონში წარმოდგენილ პატენის აუზის დასავლეთ ნაწილსა და კარიბის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროებს შორის არსებულ ტერიტორიებზე. (ავტორი გენია.ჯი) მაიას მთების ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი ქედები მკვეთრად უერთდება კარიბის ზღვის სანაპირო დაბლობებს,ხოლო მისი დასავლეთი ნაწილი კი ვაკას პლატოს,რომელიც თავის მხრივ,ისევე ძლიერად არის დასერილი მდინარეებით,როგორც თავად ქედი.მაიას მთები 115 კილომეტრ სიგრძეზეა განფენილი.მისი უმაღლესი მწვერვალი გახლავთ – ვიქტორია-პიკის მთა (მდებარეობს ბელიზის ტერიტორიაზე),რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 1 122 მეტრია (სიმაღლით მეორე მწვერვალს წარმოადგენს – დოულზ-დელაიტი).მაიას მთებმა თავისი სახელწოდება მსოფლიოს ერთ-ერთი უნიკალური ცივილიზაციის – მაიას ხალხისაგან მიიღო,რადგან სწორედ აღნიშნულ მთებში აფარებდნენ ისინი თავს ესპანელი კონკისკადორების ექსპანსიას.აღნიშნული მთების ქვემოთა ნაწილში განთავსებულია ისეთი მნიშვნელოვანი ისტორიული ქალაქების ნაშთები,როგორებიცაა – ლუბაანტუმი,ლიმ-ნი-პუნიტი,კაალ-პეჩი და ჩაა-კრიკი.გარდა ამისა,მაიას მთებშივეა განთავსებული – კოკსკომბ-ბეისინის ცოცხალი ბუნების ულამაზესი ნაკრძალი,რომელსაც დღემდე უამრავი ტურისტი სტუმრობს. (ავტორი გენია.ჯი)
კოკსკომბ-ბეისინის ცოცხალი ბუნების ნაკრძალი
ვიქტორია-პიკი
ლიმ-ნი-პუნიტის ნაქალაქარი