პაულ იოზეფ გებელსი – “ეპიზოდი”
“შხამიან ჯუჯად” წოდებული ფაშისტური გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსისა და მესამე რაიხის პროპაგანდის რაიხმინისტრის - პაულ იოზეფ გებელსის (1897-1945 წლები) შესახებ – ბარონი ჰანს-ოსკარ ფონ ლევენშტაინ დე ვიტა წერდა:
“გებელსი რომ არ ყოფილიყო,მაშინ ნამდვილად არ ვიცი,ადოლფ ჰიტლერს ექნებოდა თუ არა ისეთი წარმატება მოსახლეობაში,როგორიც გააჩნდა.ეს ადამიანი იმ პროპაგანდის სამინისტროს ხელმძღვანელობდა,რომელიც არც ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლამდე არსებობდა და არც მათი ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ უარსებია. და საერთოდ,არც ერთ სხვა სახელმწიფოში არ არსებულა არასოდეს.დაბეჯითებით ვერ ვიტყვი,თუ ვინ გამოიგონა და შექმნა ასეთი სახის სამინისტრო,ჰიტლერმა თუ თავად გებელსმა,თუმცა-კი ფაქტია,რომ ის ფაშისტურ გერმანიაში უდიდესი როლის განმსაზღვრელი იყო.გებელსისათვის მუშაობდა ყველა და ყველაფერი.კერძოდ,მისი მაგალითი,როგორც მრავალშვილიანი მამისა და შესაშური მეოჯახისა,მისაბაძი ხდებოდა მილიონობით უბრალო გერმანელი მოქალაქისათვის.ყოველივე ამის შედეგად მან მიაღწია ისეთ წარმატებებსა და სიმაღლეებს,რომელსაც ჰიტლერის უახლოესი გარემოცვის სხვა წევრებმა ვერ მიაღწიეს.მათ შორის ვერც ჰაინრიხ ჰიმლერმა და ვერც გერმან გერინგმა”. (ავტორი გენია.ჯი)