ხალხური ლექსი

შენზე ფიქრებში ლამაზო,ცეცხლივით ავინთებიო,

წამაუბერავს ქარი და ფერფლივით ვიფანტებიო.

დარდსა ვსომ,წყაროდ ქცეულსა,ო,რა ძალიან ვთვრებიო!

ხან სალ კლდედ გადავიქცევი,ხან მიწად გავმტვერდებიო.

თვალო,ქცეულო ღრუბლადა,რა მალ-მალ მიწვიმდებიო!

გულო,ქცეულო ღამედა,ელვებით მინათდებიო,

ჩანჩქერით ამომკვნესარევ ქუხილით აჰგმინდებიო.

ცხოვრებამ გამიუფსკრულა შენსკენ სავალი გზებიო.

როგორ მიყვარხარ მაშინა,ცოტას რომ გამიწყრებიო,

ცასავით მაიღრუბლები,სატირლად ემზადებიო,

ცრემლების მძივით სახეზე ლამაზად მაირთვებიო.

კომენტარის დატოვება