შავკანიანი ბავშვის ლოგიკა…
“როდესაც დავიბადე – შავკანიანი ვიყავი; გავიზარდე და კვლავაც შავკანიანი ვარ; როდესაც მზეზე დიდი ხნის განმავლობაში ვჩერდები – კვლავაც შავკანიანი ვრჩები და როდესაც მოვკვდები,კვლავაც შავკანიანი ვიქნები.
ხოლო თქვენ – თეთრკანიანებო: როდესაც იბადებით – ვარდისფერები ხართ; როდესაც იზრდებით – თეთრკანიანები; როდესაც მზეზე დიდი ხნის მანძილზე ჩერდებით – წითლები; როდესაც გცივათ – ლურჯდებით; როდესაც გეშინიათ – ყვითელ ფერს იღებთ; როდესაც ცუდად ხდებით – მწვანეს; და როდესაც კვდებით – რუხ ფერს.
ყოველივე ამის შემდგომ კი,თქვენ სხვებს მოიხსენიებთ ფერადკანიანებად…” (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ცნობისათვის,შავკანიანი აფრიკელი ბავშვის მიერ დაწერილი ქმნილება, 2005 წლის საუკეთესო მოკლე თხზულებებს შორის იქნა ნომინირებული,თუმცა გამარჯვება ვერ მოიპოვა.