“ოსკარის” ცერემონიის წითელი ხალიჩა – (ეპიზოდი)
ყველასათვის ცნობილია,რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში კინოინდრუსტიაში მიღწევების აღსანიშნავ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და პრესტიჟულ – “ოსკარის” პრემიით დაჯილდოვების ცერემონიაზე,მსახიობებისათვის განკუთვნილია სპეციალურად დამზადებული – “წითელი ხალიჩა”,სადაც ისინი მსოფლიოს საუკეთესო კუტიურების მიერ შეკერილი ტანისამოსებით პოზირებენ და იწონებენ თავს. (ავტორი გენია.ჯი) საინტერესოა ის გარემოება,რომ “წითელი ხალიჩის” ტრადიცია ლოს-ანჯელესში ამერიკულმა კინოაკადემიამ საფრანგეთის ქალაქ კანში დამკვიდრებული – “კანის ოქროს რტოს” კინოფესტივალის მაგალითიდან გადაიღო.ესოდენ სახელოვანი ცერემონიული დატვირთვის მატარებელი “წითელი ხალიჩის” სრული სიგრძე – 150 მეტრია,ხოლო სიგანე – 10 მეტრი.იგი შედგება რამდენიმე რულონისაგან.ერთი რულონის წონა – 135 კილოგრამია და ისინი დანიშნულების ადგილზე 2 სატვირთო ავტომობილს გადაქვს.საერთო ჯამში “ოსკარის” ცერემონიისათვის განკუთვნილი “წითელი ხალიჩის” წონა 5 ტონას უტოლდება.რულონების გადასაბმელად 21 სპეციალისტს ორი დღე ესაჭიროება.”ოსკარით” დაჯილდოვების ცერემონიის დასრულებისთანავე “წითელ ხალიჩას” იღებენ და ამისათვის სულ რაღაც 4 საათია საჭირო. (ავტორი გენია.ჯი)