პაულ თომას მანი – “ეპიზოდი”

ერთხელ გენიალურ გერმანელ მწერალთან,ესეისტთან და ეპიკური რომანის ჟანრის დიდოსტატთან - პაულ თომას მანთან (1875-1955 წლები) დამწყები მწერალი მივიდა და თხოვა,მის მიერ დაწერილი რამდენიმე თხზულება შეეფასებინა.თომასმა თხოვნაზე თანხმობა განუცხადა და დამწყები მწერლის რამდენიმე უგერგილო ნაწარმოების გაცნობის შემდეგ,მას ერთმნიშვნელოვნად მიუგო:

- თქვენ ვალდებული ხართ,რაც შეიძლება ბევრი იკითხოთ,იკითხოთ და იკითხოთ.

- რატომ? – გაუკვირდა დამწყებ მწერალს.

- თუკი თქვენ ბევრის კითხვას დაიწყებთ,წერისათვის დრო აღარ დაგრჩებათ. – უპასუხა დამწყები ლიტერატორის ნაწარმოებებით უკმაყოფილო თომას მანმა ავტორს. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება