რეი ბრედბერი წერდა…
დიდმა ამერიკელმა მწერალმა - რეიმონდ დუგლას (რეი) ბრედბერმა (1920-2012 წლები),თავის უსაყვარლეს მეუღლეზე – მარგარეტ მაკლიურზე 1947 წელს იქორწინა და მასთან თანაცხოვრებაში ოთხი გოგონა შეეძინა. (ავტორი გენია.ჯი) რეიმ მარგარეტის გარდაცვალების შემდგომ ცხრა წელიწადი იცოცხლა,თუმცა მეუღლის დაკარგვისაგან გამოწვეული სულიერი ტკივილი მუდამ თან სდევდა და არა ერთი ჩანაწერი მიუძღვნა კიდეც მას.მათ შორის ერთ-ერთ მეტად საინტერესო შინაარსის მქონე ჩანაწერს აქვე შემოგთავაზებთ:
“60 წლის წინ,მაშინ,როდესაც მე და მეგი დავქორწინდით,არც ერთ ჩვენგანს ფული არ გაგვაჩნდა.საერთო ჯამში ჩვენს საბანკო ანგარიშზე მხოლოდ და მხოლოდ რვა ამერიკული დოლარი ირიცხებოდა.ერთობ მოკრძალებული ფინანსური მდგომარეობის გამო,ქორწინებიდან ორი წლის გასვლის შემდგომ,სახლში ისეთი ელემენტარული საშუალებაც კი არ გვქონდა,როგორიც არის – ტელეფონი.ვიქირავეთ პატარა ბინა ვენისში,რომლის სიახლოვესაც ბენზინგასამართი სადგური იყო განთავსებული.მის კედელზე ტელეფონის აპარატი ეკიდა და სწორედ იმ აპარატით ვსარგებლობდით.როდესაც ბენზინგასამართი სადგურის სატელეფონო აპარატზე ვსაუბრობდი,ხალხი ალბათ ფიქრობდა,რომ სახლში ვესაუბრებოდი ოჯახის წევრებს (მათ ხომ წარმოდგენაც არ გააჩნდათ იმაზე,რომ ოჯახში ტელეფონი არ გვქონდა).მაშინ,როდესაც ადამიანს სახლში ტელეფონიც კი არ აქვს,ავტომობილზე ლაპარაკი ზედმეტია… თუმცა,იცით რა გაგვაჩნდა ყველაზე მთავარი? – სიყვარული!” – (ავტორი გენია.ჯი)