არისტოკრატების სიკვდილით დასჯის მეთოდები ძველ რომში…
ძველ რომში,უბრალო სიკვდილმისჯილი რომაელი მოქალაქეებისაგან განსხვავებით,სიკვდილმისჯილ არისტოკრატებს განსაკუთრებული მეთოდით ასალმებდნენ სიცოცხლეს.მათ ან საიდუმლო ვითარებაში გუდავდნენ თოკით,რომელსაც – laqueus-ი ეწოდებოდა,ან კიდევ მოწმის თანდასწრებით თვითმკვლელობის ჩადენას აიძულებდნენ. (ავტორი გენია.ჯი) საყურადღებოა ის გარემოება,რომ მსჯავრდებულ რომაელ არისტოკრატებს საჯაროდ არასოდეს სჯიდნენ სიკვდილით.დიდი რომაელი ისტორიკოსის – გაიუს სალუსტიუს კრისპუსის (ძვ.წ.აღ-ით 86-35 წლები) გადმოცემის თანახმად,ამისათვის ციხეებში არსებობდა სპეციალური ჯურღმულები,რომლებიც მიწაში ღრმად,დაახლოებით 12 ფუტის სიღრმეზე იყო განთავსებული, და სადაც საშინელ ატმოსფეროს ჰქმნიდა მათში გაბატონებული სიბინძურე და აურა.
ასეთი სახით რომაელი არისტოკრატების სიკვდილით დასჯის ინიციატორი გახლდათ გენიალური რომაელი პოლიტიკოსი,ადვოკატი და “ერის მამად” წოდებული – მარკუს ტულიუს ციცერონი,რომელსაც იგი შთააგონა რომაელი პატრიცის – ლუციუს სერგიუს კატილინას სენატის წინააღმდეგ მიმართულმა შეთქმულებამ.ზემოაღნიშნული მეთოდით (კატილინასაგან განსხვავებით,რომელიც ერთ-ერთი ბრძოლის დროს დაიღუპა) სიკვდილით დაისაჯნენ არა მხოლოდ სხვა არისტოკრატი შეთქმულები,მაგალითად – გაიუს კორნელიუს ცეტეგუსი,არამედ სხვა არისტოკრატებიც – კორვინუსი,ჰაბინიუსი და ცეპარიუსი.
დროთა განმავლობაში, laqueus-ით რომაელი არისტოკრატების გაგუდვა “მოდიდან” გადავიდა და იგი უკვე აღარ გამოიყენებოდა ოდიოზური თვისებებით სახელგანთქმული იმპერატორის – ნერონის მმართველობისას.სამაგიეროდ,იმ პერიოდში სიკვდილმისჯილი რომაელი არისტოკრატების მიმართ სიკვდილით დასჯის ისეთი ფორმა იქნა გავრცელებული,როგორიც არის – თვითმკვლელობა სხვათა დაუხმარებლად. (ავტორი გენია.ჯი) საინტერესოა ის გარემოება,რომ სიკვდილმისჯილს ეძლეოდა არჩევანი,რომლის თანახმადაც მასვე უნდა აერჩია ის,თუ როგორი მეთოდით გამოეთხოვებოდა სიცოცხლეს.მაგალითად,დიდი რომაელი ისტორიკოსის – პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსის (50-120 წლები) გადმოცემის თანახმად,რომაელ კონსულს – ვალერიუს აზიატიკუსს იმპერატორმა კლავდიუსმა მიანიჭა უფლება,თავად აერჩია რა მეთოდით დაასრულებდა სიცოცხლეს.მას მეგობრებმა შესთავაზეს შიმშილით გამოთხოვებოდა ამიერს,თუმცა მან სწრაფი სიკვდილი ამჯობინა და ვენების გადახსნით ღირსეულად გამოეთხოვა წუთისოფელს. (ავტორი გენია.ჯი)