ზოია ვაშაკიძე – “ხილვა”

აუსხლტა სხივი მათხოვრის ხელებს,

გული მოეწვა ცას და ატირდა…

ქუჩის წუხილი მიჰქონდა ღელეს,

ჭადრის ხე ყვითელ ფოთლებს ბარდნიდა

და ბარბაცებდა თითქოს ჰაერი,

თითქოს ხეებიც იყვნენ მთვრალები.

ფლობდა ძე კაცის დუმილს,ღვთაებრივს

ლაპარაკობდნენ მხოლოდ თვალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>