ვლადიმერ ლენინი – “ეპიზოდი”
მიუხედავად იმისა,რომ საბჭოთა კომუნისტური პარტიის დამაარსებლისა და დიდი ოქტომბრის რევოლუციის ბელადის – ვლადიმერ ლენინის (1870-1924 წლები) სახელობის 400 000-მდე ორდენი და მედალი იქნა გაცემული საბჭოთა მოქალაქეებზე,თავად ლენინს თავის სიცოცხლეში არც ერთი საბჭოური და უცხოური ჯილდო არ ღირსებია,თუ მხედველობაში არ მივიღებთ ხორეზმის სახალხო საბჭოთა რესპუბლიკის მიერ მასზედ მინიჭებულ ერთადერთ – შრომის ორდენს. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა აქვე უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოებაც,რომ ლენინს აღნიშნული ჯილდო პირადად არ გადასცემია,რადგან მაშინ,როდესაც ორდენი მოსკოვში იქნა ჩატანილი ბელადის დასაჯილდოვებლად (1922 წლის 4 აგვისტო),იგი სამკურნალოდ გახლდათ წასული გორკში და შესაბამისად მოსკოვში არ იმყოფებოდა.ლენინის პირადმა მდივანმა ქალმა – კიდია ფოტიევამ კი,წერილი,რომელიც ხორეზმის ცენტრალურმა კომიტეტმა ორდენთან ერთად გაგზავნა კრემლში,ისე გადააგზავნა არქივში,რომ არც კი გაუხსნია.აღნიშნული წერილი ორდენთან ერთად მხოლოდ 1962 წელს იქნა აღმოჩენილი არქივში სხვა დოკუმენტებთან ერთად,რის შემდეგაც იგი ლენინის სახელობის ცენტრალურ მუზეუმში გადაიტანეს. (ავტორი გენია.ჯი)