ჯონ უინსტონ ონო ლენონი – “ეპიზოდი”
დიდი ინგლისელი მუსიკოსი და ლეგენდარული მუსიკალური ჯგუფის – “ბითლზის” წევრი – ჯონ უინსტონ ონო ლენონი (1940-1980 წლები),თავისი ბავშვობის დროინდელ ერთ-ერთ მოგონებებში წერდა:
“ხუთი წლის ასაკში ვიყავი,როდესაც დედამ (ჯულია სტენლი – ავტორი გენია.ჯი) მითხრა,რომ ცხოვრებაში ყველაზე მთავარი – ბედნიერება იყო.ერთხელ,სკოლაში სწავლის პერიოდში მასწავლებელმა შემდეგი სახის დავალება მოგვცა: თითოეულ მოსწავლეს უნდა დაგვეწერა თუ რა გვსურდა გავმხდარიყავით ცხოვრებაში,როდესაც გავიზრდებოდით.ჩემზე დედის მიერ ადრე ნათქვამმა სიტყვებმა იმდენად დიდი გავლენა იქონია,რომ დაუფიქრებლად დავწერე – “მე მსურს გავხდე – ბედნიერი ადამიანი”.როდესაც მასწავლებელი ჩემს დავალებას გაეცნო,გაეღიმა და მითხრა – “ჯონ,ეტყობა კარგად ვერ გაიგე დავალების არსიო”,- რაზეც მე შემდეგი პასუხი გავეცი – “მასწავლებელო,ეს თქვენ ვერ გაიგეთ კარგად ცხოვრების არსი-თქო”. (ავტორი გენია.ჯი)