მერი კასატი – “ბავშვის დაბანა”
“ბავშვის დაბანა” – წარმოადგენს გამოჩენილი ამერიკელი მხატვრის,გრაფიკოსისა და იმპრესიონიზმის სახვითი ხელოვნების დიდოსტატი ქალის – მერი კასატის (1844-1926 წლები) მიერ ტილოზე ზეთის საღებავების გამოყენებით დახატულ შესანიშნავ ტილოს.(ავტორი გენია.ჯი) სურათის სიმაღლე 100,3 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 66,1 სანტიმეტრი.კასატმა,რომელმაც თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი საფრანგეთში გაატარა,აღნიშნულ სურათზე მუშაობა 1893 წელს დაიწყო და იმავე წელს დაასრულა.მხატვარი ძირითადად სოციალური მოტივების მქონე სურათების ხატვით იყო დაკავებული და მისი შემოქმედებაც ამავე ჟანრით გახლდათ გაჯერებული.საფრანგეთში ცხოვრების პერიოდში,მერი იმპერიონისტი მხატვრების შემოქმედების ზეგავლენის ქვეშ მოექცა.თუმცა მათ შორის ყველაზე დიდი გავლენა კასატზე მისივე მეგობრის,გენიალური ფრანგი იმპრესიონისტი მხატვრის – ედგარ დეგას შემოქმედებამ იქონია.საყურადღებოა ის გარემოება,რომ სწორედ მერი გახლდათ ის პირველი ადამიანი,რომელმაც 1875 წელს შესყიდული დეგას ერთ-ერთი სურათი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩაიტანა. 1877 წლიდან კი თავადაც დაიწყო იმპერიონიზმის სტილში ხატვა.
“ბავშვის დაბანა”,ისევე როგორც კასატის სხვა ნამუშევრები,სოციალური და ყოველდღიური ცხოვრებისეული სიუჟეტის მატარებელია.სურათზე წარმოდგენილია დედის მიერ ბავშვის დაბანის სცენა.ბავშვი დიდი ყურადღებით დასცქერის მის შიშველ ფეხებს,რომელსაც დედა ბანს.სურათზე გამოსახული ორი ფიგურის უკან კარგად ჩანს იაპონური გრავიურები,რომლითაც მხატვარი განსაკუთრებით იყო მოხიბლული. (ავტორი გენია.ჯი) 1890 წელს კასატმა პარიზში განთავსებულ სახვითი ხელოვნების აკადემიაში იხილა თავისი სიმარტივით,უბრალოებითა და შესანიშნავი ფერთა გამით სახელგანთქმული იაპონური გრავიურები,რის შემდეგაც მის შემოქმედებაშიც ფართოდ აისახა ისინი.შესაბამისად,კასატმა იაპონური გრავიურები აღნიშნულ სურათზეც წარმოგვიდგინა.
მერი კასატის მიერ ედგარ დეგას სტილში დახატული სურათი – “ბავშვის დაბანა”, 1910 წელს ილინოისის შტატში მდებარე ქალაქ ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა შეიძინა,სადაც იგი დღემდეა დაცული.საყურადღებოა ის გარემოება,რომ კასატის შემოქმედების “გვირგვინად” წოდებული ტილო – “ბავშვის დაბანა”,ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ექსპოზიციას წარმოადგენს. (ავტორი გენია.ჯი)