ლუი XV დე ბურბონი – “ეპიზოდი”

როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,საფრანგეთისა და ნავარის მეფის – ლუი XV დე ბურბონის (1710-1774 წლები) კორონაცია მისი ხუთი წლის ასაკში ყოფნის პერიოდში – 1715 წლის 1 სექტემბერს განხორციელდა. (ავტორი გენია.ჯი) ხუთი წლის ბავშვისათვის ძალიან რთული იყო იმ უმნიშვნელოვანესი ეტიკეტის დაცვა,რომელსაც კორონაცია მოითხოვდა.იმისათვის,რომ პატარა მონარქს კორონაციისათვის საჭირო პროცედურები დაეცვა,საფრანგეთის კანცლერმა – ანრი ფრანსუა დ’აგესომ (1668-1751 წლები) ერთ მეტად უჩვეულო და გონებამახვილ მეთოდს მიაკვლია.კერძოდ,იგი პატარა ლუის დაპირდა,რომ თუკი იგი კორონაციის მიმდინარეობისას იმ საჭირო ეტიკეტს დაიცავდა,რომელიც მანვე შეასწავლა მომავალ მონარქს და ბავშვებისათვის დამახასიათებელ ჩვეულ ჭირვეულობას არ დაიწყებდა,საჩუქრად აურაცხელ ტკბილეულს (კანფეტს) მიიღებდა.სწორედ აღნიშნულმა დანაპირებმა აიძულა პატარა ლუი კორონაცია მისი ასაკისათვის უჩვეულოდ,ანუ ღირსეულად წარემართა. (ავტორი გენია.ჯი)

ანრი ფრანსუა დ’აგესო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>