“სიკვდილის ანგელოზები ნაგირიოვიდან”
კაცთა მოდგმის საუბედუროდ,მხოლოდ გერმანელი ფაშისტები და წითელი ბოლშევიკები არ ყოფილან მონოპოლისტები იმ საზარელი ქმედებებისა,რასაც ადამიანთა სიცოცხლისა და ღირსების წინააღმდეგ მიმართული ბარბაროსული ქმედება ჰქვია.ის ისტორია,რომელიც უნგრეთის პატარა სოფელ ნაგირიოვიში პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ მოხდა,შესაძლოა ერთ-ერთ ყველაზე გაუგონარ დანაშაულადაც კი მივიჩნიოთ კრიმინალისტიკის ისტორიაში. (ავტორი გენია.ჯი)
პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობისას,სადაც უნგრეთი (იმ პერიოდის ავსტრო-უნგრეთის იმპერია) ანტანტის წინააღმდეგ იბრძოდა,ამავე ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული სოფლის – ნაგირიოვის სიახლოვეს სამხედრო-ტყვეთა ბანაკი მოეწყო.მაშინ,როდესაც სოფელში მაცხოვრებელი ახალგაზრდა მამაკაცების უდიდესი ნაწილი ფრონტზე იბრძოდა,მათი მეუღლეები ამორალურ კავშირში ჩაერთნენ მოკავშირეთა არმიის ტყვე წარმომადგენლებთან.ომის დასრულების შემდგომ,თავიანთ კერას მრავალი ნაგირიოველი მამაკაცი დაუბრუნდა.თუმცა სწორედ ამის შემდგომ დაიწყო სოფელში საშინელი მოვლენების განვითარება: ერთიმეორის მიყოლებით გაურკვეველ ვითარებაში იღუპებოდნენ პირველ მსოფლიო ომს სასწაულებრივად გადარჩენილი ნაგირიოველი მამაკაცები.ამ ტრაგიკული მოვლენების გამო,სოფელს – “მკვლელობების რაიონიც” კი უწოდეს.თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოებაც,რომ სოფელში პირველი მკვლელობები ჯერ კიდევ 1911 წელს დაფიქსირდა.სწორედ იმ წელს გამოჩნდა სოფელში ექიმი ქალი,სახელად – ფუზეკასი.ქმრების დაბრუნებით ნაგირიოველი ქალები დიდად კმაყოფილი არ დარჩენილან. (ავტორი გენია.ჯი) სამხედრო ტყვეებთან მათი ამორალური ქმედებების შესახებ,რომ მეუღლეებს არ შეეტყოთ,გადაწყვიტეს ფუზეკასის უშუალო დახმარებით ჩამოეცილებინათ ისინი გზიდან და მათთვის სიცოცხლე მოესწრაფათ.ფუზეკასმა მათ ასწავლა,რომ თავიანთი ქმრებისათვის განკუთვნილი კერძები დარიშხანით გაეჯერებინათ,რაც მათ მოწამვლასა და სიკვდილს გამოიწვევდა.”სიკვდილის ანგელოზებად” წოდებულმა ნაგირიოველმა ალქაჯებმა მისი რჩევა გაითვალისწინეს და დაიწყო კიდეც სოფელში მამაკაცების გაურკვეველი მიზეზებით მასობრივი გარდაცვალება.საყურადღებოა,რომ დიდი ხნის განმავლობაში,ოფიციალურ დოკუმენტებში გარდაცვალების მიზეზებად მოწამვლა არ ფიქსირდებოდა და შესაბამისად,არც ის ფისირდებოდა,რომ ისინი მოკლულები იყვნენ.ამის შემოქმედი კი გახლდათ სოფლის გავლენიანი გამგებელი,რომელიც ფუზეკასის ახლო ნათესავს წარმოადგენდა.წლების გასვლის შემდგომ,ნაგირიოვის ტრაგიკული მოვლენების შესახებ ინფორმაცია უნგრეთის ყველა ქალაქში გავრცელდა და დიდი რეზონანსიც გამოიწვია.იმ დროისათვის,”სიკვდილის ანგელოზები” უკვე 50 წლის ასაკში იმყოფებოდნენ და არაოფიციალური მონაცემებით – 300 ადამიანიც ჰყავდათ გასტუმრებული იმ ქვეყნად.მათ შორის არა მხოლოდ ქმრები,არამედ მშობლები,საყვარლები,მეზობლები,ნათესავები და შვილებიც კი.ყველა ისინი,ვინც მათი ბოროტმოქმედების შესახებ იეჭვა რაიმე.საბოლოო ჯამში,”სიკვდილის ანგელოზები ნაგირიოვიდან” დაკავებული და გასამართლებული იქნენ: ნაწილს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს,ხოლო ნაწილი ციხეში გაგზავნეს მრავალწლიანი სასჯელებით.ნიშანდობლივია ისიც,რომ მათ საერთო ჯამში,ოფიციალური მონაცემების თანახმად – 45 უახლოესი ადამიანის მკვლელობა აღიარეს. (ავტორი გენია.ჯი)
“სიკვდილის ანგელოზები ნაგირიოვიდან” – (სასამართლო პროცესი)