თეოდორ ვაიგელი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,ევროპის კავშირის ოფიციალური ვალუტა – “ევრო”,როგორც სააღრიცხვო ვალუტა 1999 წელს იქნა დამკვიდრებული,ხოლო 2002 წელს შემოღებული იქნა მისი ფიზიკური ბანკნოტები და მონეტები. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოება,რომ – “ევროს მამად” მიჩნეულია გერმანიის ექს-ფინანსთა მინისტრი (1989-1998 წლებში) და ბავარიის ქრისტიან-სოციალური კავშირის ექს-ხელმძღვანელი – თეოდორ ვაიგელი, და ამაში გადამეტებული არაფერია,რადგან ისტორიული ფაქტია,რომ ჯერ კიდევ შორეულ წარსულში,კერძოდ 1992 წელს,ნიდერლანდულ ქალაქ მაასტრიხტში ვიზიტისას,გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის სახელით ხელი მოაწერა ევროპის სავალუტო კავშირთან ხელშეკრულებას,ხოლო 1995 წელს ევროკავშირში მოხსენებით გამოსვლისას ევროკავშირის მომავალ ფულად ერთეულად – “ევროს” დარქმევის იდეითაც პირველი სწორედ ვაიგელი გამოვიდა.
ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ თეოდორ ვაიგელი დღემდე სახელდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო ფინანსთა მინისტრად.თანამდებობის დატოვების შემდგომ ვაიგელმა სიამაყით აღნიშნა: “როდესაც მე ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შესრულებას შევუდექი 1989 წელს,ერთი გერმანული მარკა 53 ამერიკულ ცენტი ღირდა,ხოლო,როდესაც თანამდებობა დავტოვე 1998 წელს,ერთი გერმანული მარკის ღირებულება 57 ამერიკული ცენტი იყო. და ეს მაშინ,როდესაც ამ ორ თარიღს შორის გერმანიის გაერთიანება განხორციელდა,რომელსაც მხოლოდ საკუთარი ძალებით ვაფინანსებდით”. (ავტორი გენია.ჯი)
თეოდორ ვაიგელი