გარეული ლიმონი
გარეული ლიმონი – წარმოადგენს ორლებნიან ტეგანისებრთა ოჯახის მარადმწვანე ციტრუსოვან მცენარეს,რომლის მახასიათებლებიც ერთობ მიახლოვებულია ჩვეულებრივ ლიმონთან.რიგი მეცნიერების ვარაუდით,იგი ციტრონისა და მანდარინის ჰიბრიდი უნდა იყოს,თუმცა ეს ინფორმაცია დღემდე არ გახლავთ დაზუსტებული. (ავტორი გენია.ჯი) გარეული ლიმონის სამშობლოდ ინდოეთია მიჩნეული.ბუნებაში ისინი შესაძლოა ვიხილოთ,როგორც ბუჩქების,ასევე ხეების სახითაც.მათი სიმაღლე 3 მეტრიდან 6 მეტრამდე მერყეობს.გააჩნიათ ოვალური ფორმის ფოთლები,რომელთა სიგრძე 11 სანტიმეტრს უტოლდება.ყვითელი შეფერილობის მქონე ნაყოფი შესაძლოა იყოს,როგორც მომრგვალებული ფორმის,ასევე კვერცხისმაგვარი ფორმისაც და ჩვეულებრივი ლიმონის ნაყოფთან შედარებით დიდი ფიზიკური მონაცემებით გამოირჩევა.გარეული ლიმონის ნაყოფის კანი ერთობ უხეშია,ხოლო გემო ისეთივე აქვს,როგორც ჩვეულებრივ ლიმონს.მათი ღერო შესაძლებელია გამოყენებული იქნეს სხვა სახეობის ციტრუსების დასამყნობად.გარდა ინდოეთისა,გარეული ლიმონი კულტივირებულია დედამიწაზე არსებულ ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებში.მათ შორის ლათინურ ამერიკასა და აზიის სამხრეთში. (ავტორი გენია.ჯი)