პარვინ ბაბი – “ეპიზოდი”

“ბოლივუდის ბარბის” სახელით ცნობილი ულამაზესი ინდოელი მსახიობი ქალი - პარვინ ვალი მოჰამად ხან ბაბი (1949-2005 წლები),რომელსაც თავისი კარიერის განმავლობაში 60 მხატვრულ ფილმში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული,პირველი ინდოელი მსახიობი გახლდათ ისტორიაში,ვისი სურათიც პოპულარული ამერიკული ყოველკვირეული საინფორმაციო ჟურნალის – “ტაიმის” გარეკანზე იქნა გამოსახული. (ავტორი გენია.ჯი) 1979 წლის სექტემბერში პარვინს ფსიქოლოგიური გადახრების პირველი ნიშნები დაეტყო,რამაც მისი დარჩენილი ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთად აქცია. 1983 წელს მან არა მხოლოდ ბოლივუდი დატოვა,არამედ სამშობლოდანაც გადაიხვეწა.გარკვეული პერიოდის განმავლობაში შიზოფრენიისაგან განკურნებას ცდილობდა ლონდონში,თუმცა შედეგს მაინც ვერ მიაღწია. 1984 წლის 7 აპრილს გაემგზავრა ნიუ-იორკში… ჯონ კენედის სახელობის აეროპორტში საბაჟო შემოწმების დროს ერთ-ერთმა მებაჟემ პარვინს სათანადო დოკუმენტების წარმოდგენა მოსთხოვა,რამაც იგი სრულ ისტერიაში ჩააგდო.შედეგად ბოლივუდელი სუპერვარსკვლავი ქალი ფსიქიატრიულ კლინიკაში იქნა გადაყვანილი.სამშობლოში დაბრუნების შემდგომ პარვინი კატეგორიულად უარყოფდა იმას,რომ იგი შიზოფრენიით იყო დაავადებული და ამ ინფორმაციას მის წინააღმდეგ კინოინდუსტრიისა და მასობრივი საინფორმაციო საშუალებების შეთქმულებას უწოდებდა.საყურადღებოა ის გარემოებაც,რომ ოდესღაც “ბოლივუდელ ბარბიდ” წოდებული პარვინის პარანოია იქამდეც კი მივიდა,რომ თავისი მკვლელობის შეკვეთაში ბრალი დასდო პრინც ჩარლზს,ალბერტ გორს,ბილ კლინტონს,”მოსადს”,”ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსა” და “სუკ”-ს . 2002 წელს კი, 1993 წლის 12 მარტს ბომბეიში განხორციელებული საზარელი ტერაქტების სერიაში ოფიციალურად დაადანაშაულა სრულიად უდანაშაულო ცნობილი ინდოელი მსახიობი – სანჯაი დატი. 2005 წლის 20 იანვარს – პარვინ ვალი მოჰამად ხან ბაბი სრულ მარტოობაში გარდაიცვალა.როგორც ექსპერტიზამ დაადგინა,გარდაცვალების მიზეზი შიმშილი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>