მია მაკილა – “ეპიზოდი”
1979 წლის 21 მარტს შვედეთის ქალაქ ნორჩეპინგში დაბადებულმა შიზოფრენიით დაავადებულმა შვედმა მხატვარმა ქალმა - მია მაკილამ სახელი თავისი ფსიქოდელიური და საშინელი მოტივების მქონე სურათების ხატვით გაითქვა. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად მისი მცირეოდენი განათლებისა,ეს მხატვარს მუშაობაში ხელს სრულებით არ უშლის.იგი ქმნის ისეთი ჟანრის სურათებს,რომლებიც ადამიანებში უარყოფით და დამთრგუნველ ემოციებს წარმოქმნის.თავისი უჩვეულო და უცნაური შემოქმედების შესახებ მიამ შემდეგი სახის განცხადება გააკეთა: “ვფიქრობ,რომ მე “შიშის გამომგონებელს” მიწოდებენ,რადგან საქმე მაქვს ემოციურად დატვირთულ ისეთ თემებთან,როგორიც არის შიში,მწუხარება,სიგიჟე და მრისხანება,რაც ესოდენ დამახასიათებელია ჩემი შემოქმედებისათვის.თუმცა მინდა გაგანდოთ,რომ ჩემი შთაგონების უპირველესი წყაროებია ისეთი რეჟისორების მიერ გადაღებული ფილმები,როგორებიცაა – დევიდ ლინჩი,ალფრედ ჰიჩკოკი,როი ანდერსონი,ტიმ ბერტონი, და ისეთი მხატვრები,როგორებიც არიან – იერონიმუს ბოსხი,პიტერ ბრეიგელი,ფრანსისკო გოია და ჟან-მიშელ ბასკია.
ჩემთვის ცხოვრებაში უმთავრესი რამ – სიმართლე და სინამდვილე გახლავთ.დიახ,არსებობს სიყვარული და ხელოვნება, და ისინი ძალიან მნიშვნელოვანი რამ არიან,მაგრამ თუკი ჩვენ სამართლიანად არ ვცხოვრობთ,მაშინ ადამიანის ჭეშმარიტ შეყვარებას ვერ შევძლებთ.გარდა ამისა,თუკი ჩვენ სინამდვილეს არ გადმოვცემთ ჩვენივე შექმნილი ხელოვნებიდან,მაშინ ასეთ ხელოვნებას არავითარი ფასიც არა აქვს”. (ავტორი გენია.ჯი)
მია მის მიერ დანახული სინამდვილისა და სიმართლის გადმოცემას მიიჩნევს თავისი საშინელი ჟანრის შემოქმედების უმთავრეს მიზნად,რადგან მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ,სწორედ ასე ხედავს რეალურ სამყაროს თავის ქვეცნობიერში.სპეციალისტები კი მიიჩნევენ,რომ მაკილა თავის სურათებში – დემონებს,კოშმარებს,შიშებსა და მწუხარებებს სწორედ მათგან თავდასახსნელად გამოსახავს.გარდა სპეციალისტებისა,მაკილას სურათებს იკვლევენ მედიკოსებიც.ხელოვანებმა კი მას – “თანამედროვეობის ყველაზე პროვოკაციული მხატვარი” უწოდეს. (ავტორი გენია.ჯი)
მია მაკილას ფსიქოდელიური და საშინელი მოტივების შემცველი შემოქმედება