აბდურაჰმან ვაჰიდი – “ეპიზოდი”
ინდონეზიის რესპუბლიკის რიგით მეოთხე პრეზიდენტი 1999-2001 წლებში – აბდურაჰმან ვაჰიდი (1940-2009 წლები),რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,ხშირად იმეორებდა,რომ,როდესაც მის მიმართ ადამიანები კრიტიკულ მოსაზრებებს გამოთქვამდნენ – უმალვე ღრმა ძილი ეუფლებოდა. (ავტორი გენია.ჯი) ზემოთქმულიდან გამომდინარე,ვაჰიდის ფოტოს შემყურემ შესაძლოა იფიქროს,რომ პრეზიდენტს მხოლოდ იმის გამო ჩაეძინა,რომ იგი კვლავაც სხვათა კრიტიკის ობიექტად იქცა.თუმცა აღნიშნულ შემთხვევაში საქმე აბსოლუტურად სხვაგვარად იყო: ჩაძინებული ინდონეზიის რესპუბლიკის პრეზიდენტის აღნიშნული ფოტო გადაღებული იქნა 2001 წელს,მაშინ,როდესაც აბდურაჰმანის პირადი მდივანი ინდონეზიელი პოლიტიკოსების წინაშე გამოდიოდა იმ სიტყვით,რომელიც თავად ვაჰიდის მიერ იქნა დაწერილი.ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ,რომ აბდურაჰმანის მიერ საკუთარ თავზე დაწერილი სიტყვა – “თვითკრიტიკით” იყო გაჯერებული,რაც გახდა კიდეც მიზეზი მისი ღრმად ჩაძინებისა. (ავტორი გენია.ჯი)