პრინცი ფილიპე მაუნტბატენი – “ეპიზოდები”

როგორც ცნობილია,გაერთიანებული სამეფოს პრინც-კონსორტი,ედინბურგის ჰერცოგი და ელისაბედ II-ის მეუღლე – პრინცი ფილიპე მაუნტბატენი ძალიან მხიარული ადამიანია,რის გამოც არაერთხელ ჩავარდნილა უხერხულ და სკანდალურ სიტუაციებშიც კი. (ავტორი გენია.ჯი) მაგალითად,ჩინეთში განხორციელებული ვიზიტის დროს (1986 წელი),იგი ბრიტანელ სტუდენტებს შეხვდა,რა დროსაც მათ განუცხადა,რომ თუკი ისინი რამდენიმე წლის განმავლობაში კვლავაც ჩინეთში დარჩებოდნენ,ისეთივე ვიწრო თვალების მატარებელნი გახდებოდნენ,როგორიც ჩინელებს ჰქონდათ; ნიგერიის პრეზიდენტთან შეხვედრისას,თავისი ქვეყნის ეროვნული ტანისამოსით შემოსილი ნიგერიის პრეზიდენტის ხილვამ ფილიპე იმდენად გააოცა,რომ მან ყოველგვარი ეტიკეტი დაარღვია და შემდეგი კითხვით მიმართა: “თქვენ ასე იმისათვის ჩაიცვით,რომ უკვე დასაძინებლად ემზადებით?” – ავსტრალიელ აბორიგენებთან გასაუბრებისას იკითხა: ” – ისევ ძველებურად ესვრით ერთმანეთს შუბებს?” – ბრიტანელ სტუდენტს,რომელიც პაპუა-ახალ გვინეაში ალპინიზმით იყო დაკავებული,პრინცმა ჰკითხა: ” – ნუთუ არ გეშინიათ იმისა,რომ აქ თქვენ შეგჭამენ?” – იორკის ჰერცოგის სასახლეში ვიზიტის შემდგომ ფილიპემ განაცხადა,რომ ჰერცოგის სახლი მეძავის საძინებელს ჰგავდა; კაიმანის კუნძულების მაცხოვრებლებთან შეხვედრისას მაუნტაბენმა მათ ჰკითხა: ” – თქვენ მეკობრეების შთამომავლები ბრძანდებით?” – მას შემდგომ,რაც უინძორის სასახლეში გამართული ოფიციალური მიღების დროს,ფილიპემ გავლენიანი ბრიტანული გაზეთის – The Independent-ეს მთავრი რედაქტორი იხილა,მეტად უკმაყოფილო დარჩა:

- თქვენ აქ რას აკეთებთ?

- მე მომიწვიეს,სერ.

- გასაგებია,თუმცა აუცილებელი არ იყო მობრძანებულიყავით. – მიუგო განაწყენებულმა ფილიპემ რედაქტორს. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>